19 March 2011

ინტერვიუ გვანცა ბარამიძესთან


მე ვარ გვანცა ბარამიძე.მაქვს”ბედნიერება”ვისწავლო CSG-ში .საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.ვარ თითქმის 19 წლის :)Jუნივერსიტეტში შემარქვეს საკმაოდ უცნაური სახელები ,როგორიც არის:”ბემბი”,”გაჭირვების ტალკვესი”,”ფიფქია ”რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს და ა.შ
                                                            
რატომ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?
რავიცი რა გითხრა .გაგონილი მქონდა ,რომ საკმაოდ პრესტიჯული და კარგი უნივერსიტეტი იყო.ყველაფერი მიყვარს რაც კარგია და ამიტომაც ვარ აქ J)))



გაამართლა თუ არა შენი იმედები CSG-იმ?
ჯერ ვერ ვხვდები.ალბათ დრო მიჩვენებს .

როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?
ჰაჰა საკმაოდ რთული კითხვააJპირადად მე  ნორმალური ურთიერთობა მაქვს ყველა სტუდენტთან ,მაგრამ ყველანი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ცოტა რთულია გაარკვიო ვისთან ღირს მეგობრობა და ვისთან არა.საერთო ფონი მაინც დამაკმაყოფილებელია.


შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები
საკმაოდ ერთგული ვარ მაგრამ იმდენად ჯიუტი, რომ მემგონი ეგ სიჯიუტე ყველაფერ კარგს ფარავს.:)))ხო და კიდე არ ვარ კომუნიკაბელური,მიჭირს ადამიანთან ურთიერთობის დაჭერა

რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?
თამთა J))))))

რას შეცვლიდი CSG-ში?
ბიბლიოთეკა არ მომწონს,უფრო საინტერესო და ბევრი წიგნი უნდა იყოს.

შენი მიზნები
ჯერ ვაპირებ რაც ჩემი საქმეა ის გავაკეთო და ვისწავლო და მერე დრო გვიჩვენებს,წინასწარ არ ვგეგმავ არაფერს.

რა რჩევებს მისცემ CSG-ის სტუდენტებს?
მე ვფიქრობ,რომ ადამიანში უბრალოება და რეალური სახე ყველაზე დასაფასებელია.ამიტომ არ არის საჭირო თვითდამკვიდრების მიზნით ზედმეტი აქტიურობა.იმედია ძალიან კრიტიკული არ ვარ J

შენი ჰობი?
მიყვარს ფორტეპიანოზე დაკვრა და მეგობრებთან ყოფნა

რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?
გულწრფელობას რესპოდენტების მხრიდან  J

No comments:

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!