4 March 2011

ინტერვიუ თეონა თაბაგართან


მე ვარ  თეონა თაბაგარი. დავიბადე ჭიათურაში,  დავამთავრე  ქ. თბილისის 47-ე საჯარო სკოლა, ახლა ვსწავლობ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში, საერთაშორისო  ურთიერთობის ფაკულტეტის  მე-2 კურსზე.
ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ვცდილობ რომ მათში მხოლოდ დადებითი დავინახო.. ყველაზე მეტად მეგობრების წრეში ყოფნა მიყვარს...ჰო, კიდევ მომწონს გემრიელი კერძების მომზადება J J
რატომ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?
აბიტურიენტობისას სიმართლე გითხრათ დიდხანს არ მიფიქრია, ზუსტად ვიცოდი რომ მხოლოდ სამართლის ან ბიზნესის განხრით ვერ ვისწავლიდი,ეს სფერო კი ყველაფერს მოიცავს,პირველ რიგში კი პიროვნებად ჩამოყალიბებაში დამეხმარება.

გაამართლა თუ არა შენი იმედები CSG-იმ?
1 კურსიდან დაწყებული დღემდე ნამდვილად ამართლებს ჩემს იმედებს,როგორც უნივერსიტეტი ისე ფაკულტეტი,
როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?
მეორე კურსი მხოლოდ 19 სტუდენტს მოიცავს... J  ყველა თავის მხრივ განსხვავებული და სწავლაზე ორიენტირებულია. თუმცა რაც დრო გადის ნაკლები დრო გვრჩება განტვირთვისთვის,დასვენებისთვის...
ძალიან მიყვარს ჩემი ჯგუფელები და ვისურვებდი რომ ჩვენი ურთიერთობა 4 წლის მერეც კვლავინდებურად გაგრძელდეს.
CSG-იმ განათლებასთან  ერთად საუკეთესო მეგობრებიც შემაძენინა... J გმადლობთ CSG J
რაც შეეხება I კურსელებს, გარკვეულ ნაწილს ვიცნობ,მაგრამ  კარგი იქნება თუ პირველ და მეორე კურსელებს უფრო მეტად ახლო ურთიერთობა გვექნება...
შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები
ოჰ, ნამდვილად ძნელი ყოფილა საკუთარ თავზე საუბარი. J
 დადებითი ალბათ ისაა რომ  ვარ კომუნიკაბელური და მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა , უარყოფითს რაც შეეხება ვარ ძალიან მიმნდობი და ადვილად მავიწყდება წყენა (რაც ხშირად ხელს მიშლის ხოლმე J J )



რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?
უზომოდ მომწონს ლექტორებისა და სტუდენტების ურთიერთობა, სტუდენტებისა და დირექციის ურთიერთობა.
ასევე მოხიბლული ვარ  მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებით, ექსკურსიებით,ლიტერატურული საღამოებითა და საქველმოქმედო აქციებით...
ჩვენ სტუდენტებს კი აქტიურობისკენ მოვუწოდებ,ეს ხომ მათთვის კეთდება. J
მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ქ-ნ მზია მიქელაძეს,თიკო როდონაიასა  და მარინა მიქელაძეს, რომ ასეთი ორგანიზებული არიან..
რას შეცვლიდი CSG-ში?
ბუფეტს შევცვლიდი, კარგი იქნება უფრო კომფორტული იყოს.
ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა რომ ქსეროქსი  სტუდენტებისთვის უფასო იყოს და ყოველი კვირის ბოლოს ”პაძემკაში” რიგში ყოფნა არ გვიწევდეს... ეს უბრალოდ სურვილია J
შენი მიზნები
ჩემი მიზანია, ვიყო წარმატებული ადამიანი, რომელიც ყველას სიყვარულს დაიმსახურებს  და  მქონდეს ლამაზი ოჯახი...
რა რჩევებს მისცემ CSG-ის სტუდენტებს?
იყავით მობილიზებულები, აქტიურები (რაც უმეტესობას არ აკლია) , სწავლასთან ერთად დრო დაუთმეთ მეგობრებს...მიიღეთ მონაწილეობა უნივერსიტეტისა თუ თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
ისწავლეთ მაქსიმალურად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ პირველ რიგში ადამიანები ვართ... ვიზრუნოთ ერთმანეთზე J
P.S მე დღეს ყოველთვის ამ სიტყვებით ვიწყებ...
შენი ჰობი?
ზემოთაც აღვნიშნე, განსაკუთრებულად მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ყველანაირი ასაკის მიუხედავად,მათგან ბევრს ვსწავლობ.
ასევე კითხვა,მუსიკა და ფილმების ყურება.

რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?
ძალიან დიდ წარმატებას. მე პირად ჯერ Facebook-ზე შევდივარ და შემდეგ თქვენს ბლოგზე... 

No comments:

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!