28 October 2011

CU დღეს




დრო გადის და როგორც ყველა უნიში, შესაბამისად CU-შიც იცლვება სიტუაცია. იცვლება ინტერიერი, ექსტერიერი, ბუფეტის დიზაინი, ბიბლიოთეკის კონსტრუქცია, ტექნიკური აღჭურვილობა, ლექტორები, მოსწავლეების ენთუზიაზმი, ჩაცმულობა, სტუდენტური აქტივობის დონე. როგორც ვიცით, ტრანსფორმაცია დროის თანხვედრია, მთავარია ამ ბუნებრივ პროცესს პოზიტიური ხასიათი ჰქონდეს. რაღა თქმა უნდა, სტუდენტებიც ჩართული ვართ ამ ჯაჭვში და უფრო მეტიც, ერთ-ერთ რგოლსაც წარმოვადგენთ, რადგან ჩვენ ვახდენთ ზეგავლენას ჩვენსავე კედლებში დამკვიდრებულ ტენდეციებზე. სწორედ, დამკვიდრებული ტენდეციები, პლუს ამჟამინდელი ტენდენციები, იქნება სტატიის საკვანძო თემატიკა.

5 September 2011

ახალი სასწავლო წელი და რამოდენიმე რჩევა

აი უკვე დადგა 5 სექტემბერი და დაიწყო ახალი სასწავლო წელი კავკასიის უნივერსიტეტში. სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე სტუდენტების რაოდენობა შემცირდა, თუმცა დარჩენილმა ნაწილმა დარწმუნებული ვარ უკვე გაითავისა, რომ ჩვენთან ყოველდღიური სწავლის და მონდომების გარეშე შეუძლებელია შემდეგ კურსზე გადასვლა. ამიტომაც ყველას გირჩევთ მაქსიმალურად დაიტვირთეთ თავი მეცადინეობით, ამით არა მხოლოდ მომდევნო კურსზე გადახვალთ არამედ უფრო გაიღრმავებთ თქვენს მომავალ პროფესიულ ცოდნას. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ, მათ შორის ჩემს თავსაც.
სულ მალე CSG-ში ახალი სტუდენტები მოვლენ, მათაც მინდა ვუთხრა ორიოდე სიტყვა. რაც შეიძლება მალე შეეგუეთ ახალ გარემოს, ცხოვრების ახალ ეტაპს რასაც სტუდენტობა ქვია. სისტემატიურად ისწავლეთ არ დაიზაროთ, იყავით მიზანდასახულები და თუ ასე მოიქცევით ნამდვილად არ გაგიჭირდებათ წარმატების მიღწევა. ბევრი ამბობს რომ CSG-ში სწავლა რთულია, ეს ასე არ არის. სწავლა რთულია მაშინ, როცა დაიზარებთ და მხოლოდ ქვიზების, შუალედური თუ ფინალური გამოცდების წინ ისწავლით დაგროვილ მასალას. ასე რომ ნუ შეგეშინდებათ, იყავით საკუთარ თავში დარწმუნებულები და ყველაფერი გამოვა!
კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს!

P.S. დამრიგებლური პოსტი გამომივიდა, იმედია არავის გეწყინებათ, მე უბრალოდ მინდა, რომ ჩემი მოკრძალებული რჩევებით ცოტათი მაინც დაგეხმაროთ.
აქვე მინდა სხვა სტუდენტებსაც ვთხოვო რამოდენიმე რჩევა დაწერონ მომავალი პირველკურსელებისათვის.

პატივისცემით, ზუკა მარკელია

11 June 2011

რჩევები მეორე კურსელებისგან მომავალ მეორეებს


კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში, მეორე კურსზე არც ისე ბევრი სტუდენტია, თუმცა მათი რჩევები, თქვენთვის, მომავალი მეორე კურსელებისთვის, აუცილებლად გამოსადეგი იქნება და იმედი მაქვს უფრო გაგიადვილდებათ მეორე კურსის დაძლევა. მაშ ასე დავიწყოთ:

16 May 2011

ო, რამდენ სიგიჟეს ჩავიდენდი, გვერდით რომ მყავდე...[გ. ლორთქიფანიძე]


ჩემი ფიქრები შენ გეძებენ ცრემლის სანაცვლოდ
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს..
უშენოდ ასე დიდხანს როგორ გავძელი?
თითქოს ვამაყობ...
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე სისხლისფერ ვარდებს!!
ო, რამდენ სიგიჟეს ჩავიდენდი,
გვერდით რომ მყავდე...
გავაოცებდი, გავაოგნებდი მაგ ლამაზ თვალებს
გავაგიჟებდი მაგ შენს ბაგეებს თითქმის კოცნამდე
და, გადარეული, მოგიძღვნიდი უძირო ალერსს...
გაეუცხოვე შენ ამ სითბოს თავხედურს ასეთს...
წუთით ინანებ თავი შენი ასე რომ მანდე...
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს
და… 
სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!!!

7 May 2011

1100 WORD (ელექტრონული ვერსია)


ყველას გვაქვს ეს წიგნი, მაგრამ ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, ან გვეზარება სადმე წაღება როცა სასწავლი გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტე ელექტრონული ვერსია დამედო. გადმოსაწერად...

1 May 2011

CSG_ის მარგალიტმა თავი კვლავ შეგვახსენა


დიახ, სათაურს სწორედ ვაჟა არჩემაშვილამდე მივყავართ. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამ ადამიანზე ამერიკულმა კლიმატმა დადებითად იმოქმედა.

30 April 2011

CSG vs. GAU ფეხბურთი


ხვალ 1 მაისს გაიმართება მორიგი შეხვედრა CSG-სა და GAU-ს გუნდებს შორის. შეგახსენებთ რომ

23 April 2011

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული


აღდგომა, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.

17 April 2011

ზამთარი [გ. ლორთქიფანიძე]

  


     არადამაჯერებლად  გამოზაფხულდა. ზამთრის სუსხიანი ამინდი კვლავ ნერვებს მიშლის, როგორც მშვიდ და წყნარ ღამეს არ ასვენებს ხოლმე ქუჩის ხმაური. მიუხედავად 17 აპრილისა, დღევანდელობას ვერავინ დააბრალებს შემდგარ გაზაფხულს, რადგან სწორედ არემარე გვეუბნება, რომ ზამთარია...კვლავ ზამთარი...

ბზობას გილოცავთ!

ბზობაბაიაობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, მოდის აღდგომის წინა კვირა დღეზე. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესცლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან "ოსანას" შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთზებენ, გალობენ "ოსანას" და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ეწევა (აქედან ქართული "ბზობა"), რუსეთში - ტირიფი (верба > "вербное воскресенье").
გილოცავთ და შეგეწიოთ ამ დღის მადლი!