მტკივა წარსული...
ო, როგორ მომბეზრდა...
შენ ჩემთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა
შენებურს ყველაფერს უაზროდ ვიშორებ
არ მინდა ლექსები
აღარც შენ მინდიხარ!
აღარ ვართ მე და შენ ვარდი და ბულბული!
თუნდაც სხვა ქალებზე კარგი რითი ხარ?!..
არ მინდა წარსული..
არ მინდა გრძნობები,
აღარც შენ მინდიხარ!
მომბეზრდა უაზრო იმედის ლოდინი
ან შენ იმედთან ახლოს რითი ხარ?
არ მინდა წარსული..
არ მინდა სიყალბე
აღარც შენ მინდიხარ!
ღამე მოვიდა,
ძველი დრო ბრუნდება თითქოს,
ზეცის ხავერდში მოციმციმე ვარსკვლავსაც ვხედავ...
ჩემი თავისგან ერთ კითხვაზე პასუხს მოვითხოვ:
მე ხომ მკვდარი ვარ,
და ცოცხლებში რა მინდა ნეტავ...
აღარ მსურს გრძნობებით სიტყვები მოგწერო
შენ მხოლოდ უაზრო ფიქრების ღირსი ხარ!
არ მინდა წარსული,
არ მინდა სიცოხლე!
აღარც შენ მინდიხარ!

1 comment:
zalian magaria! yochag! xshirad dade sheni namushevrebi...yoveltvis didi siamovnebit cavikitxav! zalian nichieri adamiani xar!
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!