1 March 2011

ქალბატონო, ბოდიში და...მყვარებიხართ [გ.ლორთქიფანიძე]




გამარჯობა, უკაცრავად,
ვერ მიცანით?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო,
და ეგ მზერა თქვენი
თითქოს ვალმოხდილი,
სულ ცოტა ხნით,
მზერით უნდა დავაყოვნო.


შეცვლილხართ და 
სილამაზე სიყრმის წლების
უფლება მაქვს ჩემთვის,ტკბილად მოვიგონო
მე ხომ მხოლოდ მაშინ გავბედე და...
სიყვარული აგიხსენით ქალბატონო.

ან ეგ თმები აშლილი და ქარაფშუტა,
ამ ჩემს თვალწინ უნებურად რად ბატონობს,
ზედ მომაწვა მთელი სევდის ანშლაგი და
დავრჩი მხოლოდ ოცნებისღა საპატრონო.

სითავხედეს მაგ ტუჩების უჩანს ბოლო????!!!!
ან მაგ თვალებს დაუშალეთ ჩემი მზერა!
იქნებ მოხდეს საოცრება, რიგით მერვე
და შევცვალო უბედურმა ბედისწერა.

ბედი თქვენი უთქვენობას შევეჩვიე,
თორემ კრძალვა რას მიქვია ქალბატონო?!
თქვენი კოცნა რომ მომინდეს,
ახლა,ამ დროს..
მხოლოდ ღმერთი თუ დამიშლის ქალბატონო! 

მაპატიეთ, ქალბტონო, სიყვარული..
მერე მზერის აპარება მკერდზე...მორცხვად
თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული, 
იცით, წვიმის გადასვლამდე არც ღირს მოცდა.

სამოთხეში უთქვენობას განიცდიან,
არც გელიან კიდევ დიდხანს ქალბატონო,
თქვენს წინაშე დემონებიც ქედს იხრიან
და სიკეთეს გპირდებიან ქალბატონო.

გამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების
და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა
იქნებ შევძლო, ჩაგჩურჩულოთ მოფერებით,
ქალბატონო, ბოდიში და...მყვარებიხართ.

მომიტევეთ ქალბატონო რომ...მიყვარხართ
როგორც ცოდვა, უნებურად ჩადენილი...
წამობრძანდით, 
თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს,
ტალახებით მოხატული ქვაფენილი.

გზები უკვე გუბეებმა გადათელეს...
თქვენც ხომ თქვენთვის მიდიოდით...
თქვენი დარდით...
ალბათ ფიქრობთ...
უმიზეზოდ გაგაჩერეთ...
უკაცრავად...ქალბატონო...
შემიყვარდით!...






1 comment:

Lika said...

♥♥♥♥♥

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!