მე ვარ სალომე ჭანტურია, 20 წლის.დავამთავრე ქუთაისის მესამე საჯარო სკოლა.ამჟამად ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსზე.ჩემი მომავალი პროფესიის გარდა მაინტერესებს ბიზნეს ადმინისტრირება და ვფიქრობ ,რომ მომავალში აუცილებლად შევეხები ამ სფეროსაც.ძალიან მიყვარს ხატვა,ასევე-მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყნების კულტურის გაცნობა.
რატომ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?
სიმართლე გითხრათ,თავიდან მინდოდა ბიზნესის განხრით გამეგრძელებინა სწავლა,თუმცა საერთაშორისო ურთიერობებიც ყოველთვის მაინტერესებდა.საბოლოოდ CSG-ში მოვხვდი და რაც დრო გადის,მით უფრო ვრწმუნდები ჩემი არჩევანის სისწორეში.
გაამართლა თუ არა შენი იმედები CSG-იმ?
ჯერჯერობით ნამდვილად ამართლებს : )
როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?
ძალიან კარგი ბავშვები არიან,ყველა მიზანდასახულია და სწავლაზე ორიენტირებული. რათქმაუნდა,ყველასთან საერთო ენის გამონახვა რთულია,თუმცა შემიძლია ვთქვა,რომ აქ ნამდვილი მეგობრები შევიძინე,რომლებთანაც დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრება მექნება ურთიერთობა.
შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები
მოდი ამ კითხვას გამოვტოვებ,იმედია წინააღმდეგი არ ხარ :D
რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?
პირველ რიგში სწავლის მაღალი დონე,ასევე ძალიან მომწონს ლექტორების უმეტესობა და ადინისტრაციის მუშაობის სტილი,მათი სტუდენტებთან ურთიერთობა.ვთვლი,რომ აქ ყველაფერი კეთდება ჩვენი პროფესიული სრულყოფისთვის.
რას შეცვლიდი CSG-ში?
არ მომწონს ახალი წესები,ვთვლი რომ ზედმეტი სიმკაცრე არ არის საჭირო.
შენი მიზნები
პირველ რიგში მინდა პროფესიონალად ჩამოვყალიბდე,დიდი სურვილი მაქვს მაგისტრატურის კურსი საზღვარგარეთ გავიარო.თუმცა მოდი მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ : )
რა რჩევებს მისცემ CSG-ის სტუდენტებს?
რათქმაუნდა პირველ რიგში კარგად უნდა ისწავლონ,თუმცა გართობაც არ უნდა დაივიწყონ და სტუდენტობის ნამდვილი გემო და ხიბლი შეიგრძნონ ( ამ რჩევას პირველ რიგში ჩემს თავს ვაძლევ :D )
რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?
რაც შეიძლება მეტ მკითხველს და საინტერესო სტატიებს J

No comments:
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!