იმ დღეს ქუჩაში დაგინახეთ,
თვალი ვერ მოგაშორეთ კვლავ,
ვიოცე...ანგელოზს მიგამსგავსეთ
ფრთები აღარ გქონდათ თან..
თითქოს გამიკვირდა თქვენი სილამაზე,
თითქოს არ მენახეთ არასდროს...
მინდა შეგიყვაროთ ისევ,
კიდევ ერთხელ..
რომ არავინ დამასწროს...
გაგვაუცხოვა, გაგვარინდა
დრომ და სიშორემ.
გაგირბით...
მაგრამ თქვენზე ფიქრი
ვერ მოვიშორე....
თქვენი გამოხედვა,
თქვენი მიხვრა-მოხვრა,
რეალობად მექცა კვლავ,
თქვენს წინ მუხლებმოყრილ,
თქვენსვე მოტრფიალეს
აქვე გზის მახლობლად მკლავთ.
თქვენი მზერის ცოდვილობა
ალბათ არასდროს გადარდებთ,
თქვენ ჩემს სიყვარულთან საქმე გქონდათ
და ეს საქმეც გადადეთ.
ვგონებ ჯოჯოხეთი არის უთქვენობა,
თქვენ კი სამოთხეში ხართ,
ფეხქვეშ გაიფინეთ ჩემი თავმდაბლობა
კმაყოფილი ხართ?
მხოლოდ თქვენია
ხო,თქვენ გეკუთვნით
ამ გულის სიცოცხლით ფეთქვა,
ვგრძნობ რომ დამკარგეთ...
თუმცა ფაქტია...
თქვენი არასდროს მერქვა....
დილით სხივები ცამ რომ შეკონა
ჩემს ოცნებებში კვლავაც თქვენა ხართ
ეს ყველაფერი ცხადი მეგონა
და თურმე წუხელ სიზმრად მენახა.
4 comments:
ძაან მაგარია გუჯა!
მადლობა ზუკა :*
ძალიან მომეწონა, გუჯა! ყოჩაღ.. :)
მადლობა ლიკა )):*
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!