მე ვარ ნინუცა... ვსწავლობ CSG-ში. მიყვარს მზე და ზაფხული, არ მიყვარს თბილისის 2 დღიანი თოვლი.. აქ რა უნდა დავწერო არც კი ვიცი, ცოტა რამ ჩემ შესახებ? არა ცოტას ვერ დავწერ, ან ძალიან ბევრი გამომივა ან ძალიან ცოტა...
რატომ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?
რატომ? იმიტომ რომ ჩემმა მეგობარმა მირჩია, რომ ეს არის ადგილი სადაც თავს ძალიან კომფორტულად და დაცულად იგრძნობ, აქ არა მარტო სწავლობ იმ საგნებს რაც სამომავლოდ პირადი კარიერის შესაქმნელად გჭირდება, არამედ უკეთ გაიცნობ საკუთარ თავსო. რათქმაუნდა, ეს არ იყო მთავარი მიზეზი, მაგრამ გარკვეული როლი ითამაშა იმაში, რომ მე ჩამებარებინა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში.
გაამართლა თუ არა შენი იმედები CSG-იმ?
არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი თავი სხვაგან არ წარმომიდგენია. მომწონს ლექტორები, რომლებიც არ გვანან სხვა უნივერსიტეტის ლექტორებს, ბავშვები, როლებიც ძალიან კონტაქტურები აღმოჩდნენ,მომწონს ის რომ არც ისე ბევრნი ვართ CSG-ში, ეს გვეხმარება ერთმანეთის უკეთ გაცნობაში... მოკლედ, გამოდის რომ ძალიანაც გამრთლდა ჩემი იმედები. მადლობა ჩემს მეგობარს , რომ მირჩია აქ ჩამებარებინა : )
როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?
ესეიგი, დავიწყო? აქტიურები, ნიჭიერები, კონტაქტურები, თბილები. მეგონა ვაბარებდი ვიღაცებისთვის ( მაგალითად, მსახიობებისთვის,მხატვრებისთვის) ასე თუ ისე მომაბეზრებელ სპეციალობაზე, მაგრამ აღმოჩნდა რომ აქ გვყოლია პოეტები, ( ნუ რათქმაუნდა სიყვარულისგან „ველად გაჭრილი რომანტიკოსები“) მსახიობები, რომლებიც ძალიან მონდომებულად ცდილობენ გაგვიხალისონ სტუდენტური ცხოვრება და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შექმნან თეატრალური დასი, სადაც ნიჭიერებსაც და უნიჭოებსაც შეგვიძლია მონაწილეობის მიღება : )))
შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები
რამდენი ინტერვიუც წავიკითხე, ყველა ძალიან თავმდაბლად ცდილობს გაექცეს ამ კითხვას და ეს ბანალური ფრაზები „იცი, რთულია საკუთარ თავზე საუბარი და მოდი სხვა თემაზე გადავიდეთ...“ : )) დადებითი მხარეები ნამდვილად გამაჩნია, მაგალითად ის რომ ვარ თბილი ადამიანი და შემიძლია სიყვალურის გამოხატვა, მაქვს გარკვეული მიზნები, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ, ვარ კონტაქტური, მყავს ბევრი მეგობარი, ჩემი აზრით ეს არის ყველაზე კარგი თვისება, როცა შეგიძლია ადამიანს დაუძახო მეგობარი.. აღარ გავაგრძელებ, ბევრი მომდის : )) რაც შეეხება უარყოფით თვისებებს, რომ დავიწყო, ალბათ, ვერც დავამთავრებ, ამიტომ არც დავიწყებ! იცი, საერთოდ არაა საჭირო ვინმემ იცოდეს შენი ცუდი მხარეები.. : )) რა მაინტერესებს... როცა გულით გინდა იმღერო, მაგრამ არ გაქვს ნიჭი, მიუხედავად ამისა მაინც მღერი, ეს ცუდი თვისებაა?
რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?
თბილი აურა მოაქვს CSG-ის ! ეს მომწონს ყველაზე ძაან!
რას შეცვლიდი CSG-ში?
ბუფეტს გავაფართოვებდი და უფრო მრავალფეროვან „მენიუს“ შევთავაზებდი 3-საათიანი ლექციებისგან გამოსულ მშიერ-მწყურვალ სტუდენტებს : )
შენი მიზნები
მინდა, რომ ბოლომდე „გმირულად“ გავიარო CSG-ის 4 წლიანი კურსი... მაგრამ ალბათ, ეს მიზნად არ ითვლება. მოკლედ, კარგია როცა ლიდერი ხარ შენს საქმიანობაში.
რა რჩევებს მისცემ CSG-ის სტუდენტებს?
არ მომწონს მსგავსი კითხვები! რჩევებს მარტო ჩემს პატარა, 6 წლის, ნათლულს ვაძლევ ხოლმე, ისიც იშვიათად.
შენი ჰობი?
2 წლის წინ რომ გეკითხა, გეტყოდი ფოტოების გადაღებათქო, ეხლა არ ვიცი... არადა ბევრს ვფიქრობ რა არის ჩემი ჰობი, მაგრამ ვერ გამიგია.. ალბათ სიმღერა : )))))) ( რათქმაუნდა, როცა ჩემი ძმა არ მისმენს )
მე კი დარწმუნებული ვარ დათოს ძალიან მოსწონს შენი სიმღერა : )) რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?
იცი, ძაან გაამართლა ამ ბლოგმა! მე მომწონს! კაი იქნება ბევრს თუ მოეწონება!

No comments:
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!