მე ვარ ანა დავლიანიძე, 18 წლის კავკასიის უნივერსიტეტის პირველი კურსის, სახელმწიო მართვის ფაკულტეტის სტუდენტი. ვთვლი რომ ვარ საკმაოდ მიზანდასახული ადამიანი. J
რატომ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?
ვიცოდი, რომ ამ უნივერსიტეტში იყო კარგი სწავლების დონე, ამასგარდა არის საკმაოდ პრესტიჟული უნივერსიტეტი.
გაამართლა თუ არა შენი იმედები CSG-იმ?
კი, ვთვლი რომ გაამართლა.
როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?
ყველაზე კარგები და საყვარლები J J J
საერთოდ არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ… ალბათ დადებითია, ის რომ ვარ კომუნიკაბელური, ყურადღებიანი.უარყოფითს რაც შეეხება ვარ ეგოისტი, არაპუნქტუალური და მოკლედ აღარ გავაგრძელებ შორს წაგვიყვანსJ!
რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?
სწავლის დონე, ბავშვები, სიტუაცია რომელსაც ქმნიან ლექტორები, დეკანი,წიგნები რომლითაც გვასწავლიან, ყველაფერი მომწონს ბუფეტის გარდა :D
რას შეცვლიდი CSG-ში?
უკვე ზემოაღნიშნულ ბუფეტს, ძალიან პატარაა.
მეც დაგეთანხმები, პატარაა და არჩევანის საშუალებაც ნაკლები.
შენი მიზნები
გავაკეთო მაქსიმუმი და ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო მაქსიმალურად. მინდა ვიყო წარმატებული ადამიანი და ჩემი ასქმის პროფესიონალი.
რა რჩევებს მისცემ CSG-ის სტუდენტებს?
ვურჩევ, რომ უფრო მეტი იმუშაონ საკუთარ თავთან და სწავლაზე იყვნენ ორიენტირებულები.
შენი ჰობი?
ბავშვობიდან დავდიოდი ცურვაზე და ვთვლი რომ ეს არის ჩემი ჰობი
რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?
პოპულარობას, უამრავ მკითხველს და დიდ წარმატებას :* :* :*
No comments:
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!