17 February 2011

ინტერვიუ ლიკა მერებაშვილთან


უკვე 6 თვეა, რაც სტუდენტი ვარ. ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ვარ  კლუბ “რა? სად? როდის?“  წევრი 2008 წლიდან. მაქვს ძალიან ბევრი ჰობი, მაინტერესებს ყველა და ყველაფერი. მყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც ცხოვრებას მიხალისებენ.


რატომ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?

ოო... რთული თემა იყო იმის გადაწყვეტა, თუ სად ჩავაბარებდი. ჩემმა მშობლებმა მე მომანდეს საკუთარი გზის არჩევა და, შესაბამისად, ისიც, რომელ უნივერსიტეტში გავაგრძელებდი სწავლას. ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ
მსახიობობა, პლასტიკური ქირურგობა, შეფ–მზარეულობა და ბიზნეს–woman-ობა ერთნაირად მინდოდა J . მაგრამ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტმა სეროზულად დამაფიქრა იმაზე, რომ ქართველებს ცუდად გვქონდა საქმე დიპლომატიის კუთხით. იმდროინდელმა მოვლენებმა, ასე ვთქვათ, პატრიოტი გააღვიძა ჩემში(და ალბათ ყველა ქართველში). ასე გადაწყდა ჩემი საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაბარება.
რაც შეეხება CSG–ს არჩევას, მიუხედავად, რომ აბსოლუტურად არავის ვიცნობდი, ვინც აქ სწავლობდა, იმის გამო, რომ პრესტიჟულია, ამაზე შევაჩერე არჩევანი. (პრესტიჟულობაში ვგულისხმობ, სწავლების მაღალ ხარისხსა და მოთხოვნას, რეჟიმს, საერთაშორისო 
კავშირებს და კურსდამთავრებულების დასაქმების მაღალ პერსპექტივებს)

გაამართლა თუ არა შენი იმედები CSG-იმ?

ზოგიერთი გაამართლა ნამდვილად, ზოგიერთ საკითხში გადააჭარბა კიდეც მოლოდინს. თუმცა, მაქვს შორეული მოლოდინიც... იმედია, ისიც რეალობად იქცევა.


როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?

იცი, სტუდენტების დიდი მრავალფეროვნებაა CSG–ში, ამიტომ ყველას ერთნაირად ვერ დავახასიათებ. მომწონს ის, რომ ბევრი აქტიურია და საკმაოდ გახსნილი ურთიერთობებში, თუმცა, ზოგიერთი ჯერ კიდევ უცხოდაა. მართალია 120–ივე სტუდენტს კარგად ვერ გაიცნობ, მაგრამ გამარჯობის თქმა, მგონი, დიდი სირთულე არაა.(ზოგიერთი კურსელის სახელი მეც არ ვიცი, მაგრამ ვეცდები წლის ბოლომდე მაინც გავიცნო J)

შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები

დიდი პასუხისმგებლობის  გრძნობა მაქვს. ბევრს ჰგონია, რომ ეს დადებითი თვისებაა, მაგრამ  მე ხშირად მიშლის ხელს საკუთარი მე–ს  წარმოჩენაში, ბევრჯერ ვზღუდავ ჩემს სურვილებს, ამიტომ მე არ მომწონს, რომ ასეთი ვარ. მიყვარს მრავალფეროვნება და ხშირად ვუკეთებ სიურპრიზებს ჩემს გარშემომყოფებს(თუმცა, თვითონ იშვიათად მანებივრებენ L)


რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?

უნივერსიტეტზე და სწავლაზე უკვემოგიყევით, ამიტომ ეხლა იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ განსაკუთრებით მომწონს სასწავლო მენეჯერების არსებობა. ისინი ძალიან გვიადვილებენ უნივერსიტეტში ადაპტირებას და ყველა პრობლემის გადაჭრაში გვეხმარებიან. ასევე, საინტერეოა მოწვეული სტუმრების(guest-speaker) ლექციები.


რას შეცვლიდი CSG-ში?

რას შევცვლიდი და აუცილებლად მოვიფიქრებდი რაიმეს სტუდენტებში მოტივაციის ასამაღლებლად. მაგალითად, მოვაწყობდი რაიმე event–ს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც GPA–ს  2.0–იან ზღვარს გადალახავდნენ. კიდევ შევცვლიდი CSG–ს ლოგოს და საიტზე უფრო მეტ ინფორმაციას დავდებდი(კიდევ შეიძლება რაღაცების ჩამოთვლა, მაგრამ ამ წუთას არ მახსენდება).

შენი მიზნები

ჩემი მიზანია, ცხოვრების განმავლობაში ამოვწურო ყველა შესაძლებლობა და მაქსიმალურად გამოვავლინო საკუთარი თავი, ვიყო ადამიანი, რომელსაც ხალხი პატივს სცემს და დააფასებს თავისი ადამიანური ღირსებების, საკუთარი საქმის პროფესიონალიზმისა და ცხოვრებაში მიღწეული წარმატებების გამო.


რა რჩევებს მისცემ CSG-ის სტუდენტებს?

სტუდენტებს ვურჩევ უფრო მეტ აქტიურობას, ასევე კარგი იქნება, თუ არ იზარმაცებენ და GPA–ს დაგროვებაზე იზრუნებენ(არ მინდა, რომ რომელიმე წავიდეს მომავალ წელს ჩვენგან.)

შენი ჰობი?

დავიწყებ ინტერნეტში ძრომიალით(ყველაზე დიდ დროს ამას ვუთმობ ამ ბოლო დროს.). მიყვარს ცეკვა, გიტარაზე დაკვრა და სიმღერა, კითხვა, ყველაფერი, რაც ექსტრემთანაა დაკავშირებული...

რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?

მრავალფეროვნებას, ბევრ ვიზიტორს, საიტად გადაკეთებას, პოპულარობას, რეკლამებს è შემოსავალს è ქველმოქმედებას.

4 comments:

გუჯა said...

მოვაწყობდი რაიმე event–ს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც GPA–ს 2.0–იან ზღვარს გადალახავდნენ.



ჯერ მოდი შენ გადალახე ეგ ზღვარი რა :D:D:D:D

ლიკა said...

ხო და რომ გადავლახო ზღვარი, მოტივაცია მინდა (საკუთარ თავზე ვზრუნავ :)

Lika said...

ისე მართლა, მოვიფიქროთ რამე და შევთავაზოთ ადმინისტრაციას(ვნახოთ როგორ გაამართლებს).

გუჯა said...

ok ლიკა მივხედოთ მაგ ამბავს :X

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!