19 February 2011

საუბრები არჩილ ბრწყინვალესთან


მე  ვბრძანდები,  ვბრძანდები და არა გახლავარ, არჩილ ბრწყინვალე, ერთადერთი და განუმეორებელი, ჩვენს განმეორებად საზოგადოებაში. ჩემს შესახებ მეგობარო? დავიჯერო ჯერ არაფერი გსმენიათ ჩემ შესახებ?! მე ხომ გენიოსი ვარ?! ცოცხალი გენიოსი, აჰ გასაგებია თქვენ ხომ მკვდარი გენიოსი გჭირდებათ, მისი გენია რომ აღიაროთ?! კარგი დავასრულოთ ჩემი „თავმდაბლური“ მონოლოგი, შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ.


რატომ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?

რატომ? იმიტომ რომ სტუდენტების მორალურ და ზნეობრივ განვითარებაზე ვზრუნავ, ზოგადად კავკასიის უნივერსიტეტი ხომ, ასე ვთქვათ მაღალი ფინანსური ფენის წარმომადგენლებს აქვთ მონოპოლიზირებული, ხოდა მე ვფიქრობ ზნეობრივ-მორალური განვითარება მათ უფრო სჭირდებათ ვიდრე სხვებს, სხვა მიზანი არ მქონია.

გაამართლა შენმა ვარაუდმა?

ვარაუდი? რა თქმა უნდა, მაგრამ აქ მთავარი ისაა რა იყო ჩემი ვარაუდი! რა ხდება მაგ თქვენს, აჰ უკაცრავად ჩვენს CSG-ში. იგივე რაც საზოგადოების სხვა განშტოებებში, საზოგადოების ამ მიკროორგანიზმშიც იგივე დაავადებებია გავრცელებული რაც სხვებში, მაგ: სნობიზმი, ფარისევლობა, შური და მისთანები. მაგრამ საოცარი ის არის, რომ როგორც მავანნი ამბობენ  „ეს შეკრული კოლექტივი“ გული უნდა დაგწყვიტოთ, მაგრამ სულაც არაა შეკრული, პირიქით გაშლილია როგორც ვარსკვლავები უღრუბლო ღამეში.ჩვენ კი თავს ვიტყუებთ, რომ ერთი გუნდი ვართ და ერთად დავეხმარებით სამშობლოს, თუმცა ვიტყუებით რა? თქვენ ატყუებთ ერთმანეთს? მე ხომ გენიოსი ვარ.

მაგრამ შენ CSG-ში ისეთი რამ იპოვე, რაც ჩემი აზრით გადაწონის ყველა იმ უარყოფითს, რაც შენი აზრით CSG-შია. რა არის ის დადებითი მხარეები რაც შენ CSG-ში იპოვე?

შენ იმ თემას მიადექი, რომელიც ასე ვთქვათ ის ასპარეზია, სადაც ჩემი ცინიზმი და ირონია მუხლებზე დგანან სიყვარულის წინაშე. დიახ, მხოლოდ ამიტომაც შეიძლება ჩემი აქ მოსვლა გამართლებად მოვნათლო.  უდაბნოში სიარულის დროს, იშვიათად, მაგრამ მაინც ვხვდებით ოაზისებს.

მოდი დროებით CSG-ის შევეშვათ და შენს დადებით და უარყოფით თვისებებზე მელაპარაკე.

არ ვიცი! მე არ ვიცი ჩემი თვისებების შესახებ, იმიტომ რომ ჩემი თვისებები ელვის სისწრაფით იცვლის მიმართულებებს. თუკი დღეს ჩემ თვისებებზე მოგიყვები, ხვალ შესაძლოა ეს ტყუილი აღმოჩნდეს. მე არ ვიცნობ საკუთარ თავს.

საინტერესოა რა მიზნები აქვს ასეთ „თავმდაბალ“ ადამიანს?

ჩემი მიზნები? მიზნები, მიზნები, მიზნები, კარგი რა, რომელ მიზნებზე მელაპარაკებით?! რომ უნდა დავისახო და მერე იმის დიდი შესაძლებლობა რომაა მანქანამ გამიტანოს? კარგი რა. მე თავად ვარ მიზანი, თავად!

ანუ შენ დღევანდელი დღით ცხოვრობ და არ გაინტერესებს რა მოხდება ხვალ?

მთლად ასეც ვერ ვიტყვი, ამის შესაძლებლობა ერთმა სულიერმა მომისპო, ქალები მართავენ მსოფლიოს. ახლა მართალია მცირე დოზით მაგრამ მაინც მიწევს მომავალზე ფიქრი.

შენი ჰობი

ჩემი ჰობი ფეხბურთია, ტრიბუნების ემოციაში ვგრძნობ ჩემ ხასიათს და მათთან ერთად ვგრძნობ განცდილ სიხარულს.

რას უსურვებ CSG-ის სტუდენტებს?

ვუსურვერ, რომ ჩემთვის მოებაძოთ, მართალია ვერ განახორციელებენ, მაგრამ სცადონ, ცოტას გავერთობი. სასაცილო იქნება იმის ყურება, თუ როგორ ცდილობს კოჭლი კაცი, რთული საცეკვაო ილეთის შესრულებას.

და ბოლოს, ტრადიციულად, რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?

ვუსურვებ ბევრ ჩემნაირ რესპონდენტს

P.S. ინტერვიუ ჩაწერილია ცოცხლად, ყოველგვარი კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე, ჭიქა ღვინისა და თბილი გარემოცვის თანხლებით.

2 comments:

Lika said...

ნამდვილად ბრწყინვალეა!

Anonymous said...

vagiareb am adamians brwyinvled :)

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!