9 February 2011
ნაცნობი ჩანახატი... [გ. ლორთქიფანიძე]
როდესაც დარდი დაგიმარტოვებს,
ძნელია თითქოს......
ძნელია...გათოშილ ხელებს არავინ გითბობს.....
ძნელია....
ძნელია, როცა მარტო ხეტიალობ მზესა და ქარში....
ძნელია, როცა აღარ იყურები ოცნებით ცაში...
როდესაც ძვირფასი ხელების ნაცვლად ქარი გეფერება....
გული ვეღარ იტევს ამაო დარდს და....დროც გებევრება...
ძნელია ლოდინი, უმზეო ლოდინი, ძნელია თითქოს...
შენ უნდა ელოდო, შენზე კი თურმე არავინ ფიქრობს...
წვიმაში, დარში, თოვლსა და ქარში მე შენზე ვფიქრობ....
და ეს ბევრია, ძალიან ბევრი...მაგრამ არაფერს ვითხოვ...
მინდა რომ ვიყო. სულ შენთან ვიყო....
ეს მინდა თითქოს....
მაგრამ წამია, ფიქრია, დარდია და...
მართმევს სითბოს....
ოცნებად ქცეული შენს სიხლოვეს მთვარესთან ვითხოვ...
არასდროს მძინავს, ხო, სულ შენზე ვფიქრობ....
მითბობ, მხოლოდ გულს არა....
სულსაც კი მითბობ......
ჩემი ცხოვრება წუთია თითქოს...
და ყოველ წუთში 60 წამს გითმობ...
შენი საიდუმლოს ყველა ხიდი მინდა....
და თუ ჩემზე ფიქრობ, მე ის ფიქრიც მინდა....
ჩვენ რომ გზა გვაშორებსა, ის მანძილიც მინდა....
უბრალოდ შენთან ყოფნა მინდა.....
მე ამ ყველაფერს ერთად ვგრძნობ...
მგონი ვგიჟდები....
თუკი მომისმენ, დაფიქრდები,
ალბათ მიხვდები....
როგორც არასდროს...ახლა ისე ძლიერ მჭირდები....
იცი რა მინდა ?
მხოლოდ შენი სიყვარული მაწვიმდეს....
დადგეს წამი და...ულამაზეს ღამედ გაწვიმდეს....
ის რაც წავიდა, აღარაფრით ავნოს აწინდელს....
ჩემი მზერიდან შენს მზერაში გადმონაწილდეს....
ბევრი არ მინდა...
უბრალოდ შენი სიყვარული მინდა მაწვიმდეს....
კატეგორია:
CSG-ის მწერლები
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!