2011 წ. 9 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბ-ნი დიმიტრი შაშკინი კავკასიის უნივერსიტეტის ახალ შენობას ეწვია, რომელიც ამჟამად დასრულების პროცესშია და ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს (მის.: ქ. თბილისი, სააკაძის 77).
ეს შენობა 1909 წ. სვანეთის უბანში აშენდა, ცნობილი თბილისელი ვაჭრის მანთაშევის მეცენატობით, სომხურ-გრიგორიანული სასულიერო სემინარიისათვის, რომელიც მანამდე დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში ფუნქციონირებდა თბილისის სხვა უბანში და საკმაოდ სახელმოხვეჭილი სასწავლო დაწესებულება იყო მთელი კავკასიის მასშტაბით. აგრეთვე, ამ შენობაში ცნობილი ქართული ფილმების ”მაგდანას ლურჯას”, ”ბაში- აჩუკის” და ”უძინართა მზის” ნაწყვეტებიც კი გადაიღეს.
კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კორპუსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში. ასეთი დონის შენობა უფრო მეტად ხელს შეუწყობს უცხოელი სტუდენტების ჩამოსვლას საქართველოში და ზოგადად საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას.
ასე რომ, ბავშვებო, სავარაუდოდ მოვავალი წლიდან ახალ შენობაში გავაგრძელებთ სწავლა-განათლებას! ))

5 comments:
momavali wlidaaaaaaaaaan?
ra magariaaaaa
ხო, მომავალი წლიდან.
რა პაატა სააკაძის ბიჭო? : )) გიორგი სააკაძის 77
mm..imedia chvenc gvagirseben mand gadasvlas xo?(damaechva gujam) p.s. kedlebs tu sxva fers damaxvedreben da ar iqneba iseti rogoric C korpshi gvaqvs didad damavaleben..:S
rogor mixariaaaaaaaaaaaaaaaaaa :)))
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!