ცოტა რამ შენს შესახებ
მე ვარ ქეთი მიქიაშვილი.ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტის სახელწიფო მართვის ფაკულტეტზე.ვარ ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი.
რატომ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?
CSG-ში იმიტომ ჩავაბარე ,რომ დედა და დაც აქ სწავლობენ (დედა ლექტორია) და საკმაოდ კარგი წარმოდგენა მქონდა და მაქვს.
გაამართლა თუ არა შენი იმედები CSG-იმ?
გამართლებით ნამდვილად გააამართლა და ამაში ეჭვი არც მეპარებოდა.
როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?
სტუდენტები ჯერჯერობით ძალიან კარგები არიან და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება.
შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები
რთულია საკუთარი თავის დახასიათება ,მაგრამ დადებითი მხარე არის ჩემი კომუნიკაბელურობა,საკმაოდ ერთგული და ყურადღებიანი ვარ,რაც შეეხება უარყოფითს ალბათ აქ არ დამეტევა რომ ჩამოვთვალო.
რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?
ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ სწავლის მაღალი დონეა ,კარგი პირობებით, ბავშვებითა და რაღა თქმა უნდა ლექტორებით.
რას შეცვლიდი CSG-ში?
სასაცილოა ,მაგრამ რაც ჩავაბარე იმას ვამბობ კაი იქნებოდა ეზოში სკამებს თუ დადგამდნენ–მეთქი და უფრო მეტად თუ ვიქნებოდით აქტიურები კარგი იქნებოდა.
შენი მიზნები
ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ ,რადგან სულ იურისტობა მომწონდა და ადვოკატობას ვისახავდი მიზნად.
რა რჩევებს მისცემ CSG-ის სტუდენტებს?
იმედი მაქვს სულ ესეთი მეგობრულები იქნებიან ,თუმცა უფრო ყურადღებიანები თუ იქნებიან ყველა სტუდენტის მიმართ უკეთესი იქნება.
შენი ჰობი?
ბავშვობიდან ჩოგბურთს ვთამაშობდი და დღემდე ჩემი ჰობი ეგ არის.
რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?
თქვენს ბლოგს ვუსურვებ წარმატებას,ბევრ სტუმარს ,მკითხველს და იმედია კიდევ უფრო საინტერესო რაღაცებს შემოგვტავაზებთ დროთა განმავლობაში.

No comments:
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!