აი უკვე დადგა 5 სექტემბერი და დაიწყო ახალი სასწავლო წელი კავკასიის უნივერსიტეტში. სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე სტუდენტების რაოდენობა შემცირდა, თუმცა დარჩენილმა ნაწილმა დარწმუნებული ვარ უკვე გაითავისა, რომ ჩვენთან ყოველდღიური სწავლის და მონდომების გარეშე შეუძლებელია შემდეგ კურსზე გადასვლა. ამიტომაც ყველას გირჩევთ მაქსიმალურად დაიტვირთეთ თავი მეცადინეობით, ამით არა მხოლოდ მომდევნო კურსზე გადახვალთ არამედ უფრო გაიღრმავებთ თქვენს მომავალ პროფესიულ ცოდნას. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ, მათ შორის ჩემს თავსაც.
სულ მალე CSG-ში ახალი სტუდენტები მოვლენ, მათაც მინდა ვუთხრა ორიოდე სიტყვა. რაც შეიძლება მალე შეეგუეთ ახალ გარემოს, ცხოვრების ახალ ეტაპს რასაც სტუდენტობა ქვია. სისტემატიურად ისწავლეთ არ დაიზაროთ, იყავით მიზანდასახულები და თუ ასე მოიქცევით ნამდვილად არ გაგიჭირდებათ წარმატების მიღწევა. ბევრი ამბობს რომ CSG-ში სწავლა რთულია, ეს ასე არ არის. სწავლა რთულია მაშინ, როცა დაიზარებთ და მხოლოდ ქვიზების, შუალედური თუ ფინალური გამოცდების წინ ისწავლით დაგროვილ მასალას. ასე რომ ნუ შეგეშინდებათ, იყავით საკუთარ თავში დარწმუნებულები და ყველაფერი გამოვა!
კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს!
P.S. დამრიგებლური პოსტი გამომივიდა, იმედია არავის გეწყინებათ, მე უბრალოდ მინდა, რომ ჩემი მოკრძალებული რჩევებით ცოტათი მაინც დაგეხმაროთ.
აქვე მინდა სხვა სტუდენტებსაც ვთხოვო რამოდენიმე რჩევა დაწერონ მომავალი პირველკურსელებისათვის.
პატივისცემით, ზუკა მარკელია

3 comments:
მადლობა რჩევისათვის. შევეცდებით გავითვალისწინოთ. შენც ასევე , წარმატებები.
მადლობა რჩევისთვის. კარგია ,რომ გამოუცდელებს გვეხმარებით , წარმატებები ყველას .
swori rchevebia zukinio :)))
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!