11 June 2011

რჩევები მეორე კურსელებისგან მომავალ მეორეებს


კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში, მეორე კურსზე არც ისე ბევრი სტუდენტია, თუმცა მათი რჩევები, თქვენთვის, მომავალი მეორე კურსელებისთვის, აუცილებლად გამოსადეგი იქნება და იმედი მაქვს უფრო გაგიადვილდებათ მეორე კურსის დაძლევა. მაშ ასე დავიწყოთ:

"ნუ შეხვდებით მარტივად მეორე კურსს, ნუ იქნებით დამოკიდებული მხოლოდ თქვენს ზოგად ცოდნაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გექნებათ პრობლემები GPA-სთან დაკავშირებით. ნუ შეგეშინდებათ მეორე კურსის, რთული ნამდვილად არ არის, უბრალოდ საჭიროა სტაბილურად სწავლა, ბოლომდე დახარჯვა, განსაკუთრებით ლექტორებს უნდა მოუსმინოთ, ასე უფრო გაგიადვილდებათ სწავლა. თუ მოინდომებთ შედეგს აუცილებლად მიიღებთ და დიდ ნაბიჯს გადადგამთ პროფესიული კარიერისკენ მიმავალ გზაზე."
კეთილი სურვილებით ზუკა მარკელია


"დაიწყეთ სწავლა სემესტრის დაწყებისთანავე. შეიძლება თავიდან ცოტა ვერ გაიგოთ ზოგიერთი  საგანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას  ჩაიქნიოთ ხელი და ჩათვალოთ რომ თქვენ არ შეგიძლიათ მათი სწავლა.  თუ ამგვარად მოიქცევით მოგვიანებით ძნელი და თითქმის შეუძლებელიც  იქნება ამ შეცდომის გამოსწორება .  უსმინეთ ლექტორებს და რაც მთავარია ეცადეთ ნაკლებად იზარმაცოთ J  თუ რამეთი შემეძლება რომ დაგეხმაროთ მე ამისათვის ყოველთვის მზად ვიქნები  J  მიკითხეთ  სიესჯიში მესამე კურსზე J "

მუდამ თქვენს სამსახურში
ხატია შავერდაშვილი 

"ბავშვებო,მეორე კურსი პირველთან შედარებით რთულია,გამომდინარე იქედან,რომ სიღრმისეულად იწყებთ პროფესიული საგნების შესწავლას..მაგრამ მერწმუნეთ მიუღწევადი და შეუძლებელი არაფერია,მთავარია მეცადინეობა ბეჯითად და ”არა” სიზარმაცეს:)) "  
წარმატებებს გისურვებთ, სალომე ცომაია

"ჩემი რჩევაა ყველა საგანს მიჰყევით ფეხდაფეხ, იზრუნეთ თითოეულ ქულაზე, რადგან წლის ბოლოს მნიშვნელოვანია 1 ქულაც კი, დრო გადაანაწილეთ და დასვენებაზეც იზრუნეთ... ნაკლებად გააცდინეთ ლექციები:) გახდით აქტიურები და ჩაერთეთ სხვადასხვა ღონისძიებებში"
თეონა თაბაგარი


No comments:

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!