16 May 2011

ო, რამდენ სიგიჟეს ჩავიდენდი, გვერდით რომ მყავდე...[გ. ლორთქიფანიძე]


ჩემი ფიქრები შენ გეძებენ ცრემლის სანაცვლოდ
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს..
უშენოდ ასე დიდხანს როგორ გავძელი?
თითქოს ვამაყობ...
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე სისხლისფერ ვარდებს!!
ო, რამდენ სიგიჟეს ჩავიდენდი,
გვერდით რომ მყავდე...
გავაოცებდი, გავაოგნებდი მაგ ლამაზ თვალებს
გავაგიჟებდი მაგ შენს ბაგეებს თითქმის კოცნამდე
და, გადარეული, მოგიძღვნიდი უძირო ალერსს...
გაეუცხოვე შენ ამ სითბოს თავხედურს ასეთს...
წუთით ინანებ თავი შენი ასე რომ მანდე...
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს
და… 
სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!!!

1 comment:

Anonymous said...

magaria.

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!