31 March 2011

მორიგი გამარჯვება და მომავალი შეხვედრის მოლოდინი


დღეს 30 მარტს, CSG-ის ფეხბურთელებმა 6-0 გაიმარჯვეს! შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, რასაც მოწინააღმდეგე გუნდმა ვერ გაუძლო. ეფექტური დარტყმები, შთამბეჭდავი გოლები, ეს ყველაფერი CSG-ის შესრულებით.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენს გუნდს ახალი მეკარე ყავს. ივა ძნელაძე, რომელმაც არააჩვეულებრივად ითამაშა და რამოდენიმე სეივითაც დაგვამახსოვრა თავი.
ჩვენს გუნდს მომდევნო თამაში აქვს პარასკევს საღამოს 7-8 საათზე. მეტოქე სამკაოდ ძლიერია, ასე რომ გულშემატკივრის მისვლა აუცილებელია! ამიტომ ყველას ვთხოვ მოდით თამაშზე და ერთად ვუგულშემატკივროთ CSG-ის! თქვენი მხარდაჭერა ბევრად აამაღლებს მათ განწყობას.

No comments:

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!