მე ვარ მარიამ ხარებავა…დავამთავრე სკოლა–კოლეჯი ’’ნინო’’ და აჟამად ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში, სახელმწოფო მართვის სკოლაში,პირველ კურსზე.
რატომ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?
გაამართლა თუ არა შენი იმედები CSG-იმ?
შემიძლია თამამად ვთქვა რომ გაამართლა )))
როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?
მიუხედავად იმისა,რომ CSG-ში არც თუ ისე ცოტა ბავშვია, ყველას დახასიათება ნამდვილად არ შემიძლია. მაგრამ მე აქ რამდენიმე კარგი მეგობარი შევიძინე,რომლებზეც ვიტყვი,რომ ძალაინ თბილი,მეგობრული და შრომისმოყვარე ბავშვები არიან...
შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები
ეს ისეთი კითხვაა,რომელზედაც პასუხის გაცემა ცოტა რთულია და შეიძლება ის სინამდვილესაც არ შეესაბამებოდეს... ასე რომ ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ...
რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?
CSG-ში მომწონს ის თბილი გარემო რომელიც, როგორც სტუდენტებს შორის,ასევე სტუდენტებსა და ლექტორებს შორის იგრძნობა... მომწონს სწავლის მაღალი დონე და სტილი...
რას შეცვლიდი CSG-ში?
CSG-ში არაფერს არ შევცვლიდი, რადგან ის CSG აღარ იქნებოდა,რომელიც მე ასე ძალიან მომწონს....
შენი მიზნები
ამ ეტაპზე გამოცდილების მიღება და საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენაა ჩემი მიზანი...
რა რჩევებს მისცემ CSG-ის სტუდენტებს?
იყვნენ ისეთები როგორიც არიან. ბუნებრივები,ზედმეტი ნიღბებისა და თამაშის გარეშე...
შენი ჰობი?
როცა ჰობზე ვიწყებ საუბარს,ყოველთვის ვამბობ,რომ ჩემი ჰობი არის ცეკვა,ცეკვა და კვლავ ცეკვა....
რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?
თქვენს ბლოგს ვუსურვებ ბევრ საინტერესო რესპოდენტს,ბევრ მკითხველს,რომელიც ბლოგის პოპულარობაზე იმეტყველებს...

No comments:
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!