მე არ მჭირდება შენი მლიქვნელი სახე
მოსილი სიძვით...
ვეღარ ავიტან მაგ პირფერ მზერას,
ან ეგ ამაყი მზერა თითქოს გავსილი ’’სიბრძნით’’
სულ არ ანელებს ამ გულის წამისებრ ფეთქვას.
ლამაზი ქალის ერთგულებას არ დავიჯერებ
ღალატი იქცა ხორციელთა უმანკო ჩვევად...
ორგულ ზრახვათა ასპარეზი ხმიანობს კიდევ,
ღალატი მატულობს..
წვდება მწვერვალს!
ვეძებ სიყვარულს წილნაყარს ღმერთთან
ზურგს ვაქცევ ბრალულს,
ვპოულობ...ვკარგავ..და..
ვეღარ ვიხსენებ წარსულში ნახულს!
ეს პატიებაც, შენთვის რომ მქონდა
გადაიღალა უკვე..
ჩემს სიყვარულსაც შენთვის რომ ძგერდა...
ვადა გასვლია წუხელ...

No comments:
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!