5 March 2011

"ჩემი ცხოვრება ხომ ამაოა" ბექა ბოლქვაძე



ჩემი ცხოვრება ხომ ამაოა
რა მიქნია მე ამ სიცოცხლეში
 ბედის ნიავი ხომ მარაოა
ან აგაშენებს ან თავით ხევში
როგორც ვატყობ არ ყოფილა
დღეს სიკვდილი ძნელი
 ნუ იქნება ჩემი ლექსი
 გაცვეთილი ძველი
მოდის დრო და მგონი ვხვდები
 ალბათ უკვე ვკვდები
 მოვიდეს და დამაფაროს
გაბრიელმა ფრთები
სიცივეს ვგრძნობ უკვე ტანში
ალბათ უკვე ვკვდები
ეს ხომ მხოლოდ განგებამ ქნა
ვერ იზამდნენ სხვები
აი უკვე ის მოვიდა დამაფარა ფრთები
ნელნელა ვგრძნობ
როგორ ვდნები
როგორ ვქრები

No comments:

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!