12 March 2011

წვიმისფერ დღეებს ავუკრძალე უშენოდ მოსვლა [გ.ლორთქიფანიძე]



წვიმისფერ დღეებს ავუკრძალე უშენოდ მოსვლა
წუთებს უშენოს დავურაზე გრძნობის კარები...

ცეცხლის ალები თუნდაც რომ გეცვას,
მოგეკარები!

შენს სილამაზეს მეცხრე ცაზე ავყავარ ისევ
ამ ღვთიურ გრძნობას როგორ გინდა ზურგი აქციო?!
და რომ შემეძლოს, 
შეგიყვარებდი,
მეორედ,
კიდევ....
რომ  ყოფა შენით
სიცოცხლისფერ შვებად ვაქციო.

სააქაოში შენისთანებს ხარკებს აძლევენ
შენი წყალობით,
არად იქცა ყველა ღირსება
საჩივარი აქვთ ანგელოზებს უფლის წინაშე,
შენი მიჯნური რომ შვებას ვერ ეღირსება.

ოცნებას შენზე საიქიოს კართან მივყავარ
მსგავსი შეგრძნება არ მიგვრძვნია,
ალბათ არასდროს...
შენი მწყურვალი შევაბიჯებდი ღვთის სამყოფელში
შენი ნახვა რომ ხორციელმაც ვეღარ დამასწროს!

როცა შენზე ვწერ, ყველა სიტყვა უფერულდება,
რადგან შენშია თავმოყრილი ყველა სიკეთე,
შენ ისეთი ხარ, სიყვარულსაც კი შეშურდება,
ისეთი ნაზი,
ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს!


შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს,
გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს...
საიდან მოხვდი ასეთი მშვიდი, უბრალო..
ასეთ ცოდვიან და უბედურ დედამიწაზე.


არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ...გაოცება...
ვშიშობ ზედმეტ სიყვარულზე ცილი დამწამონ..
შენებ მშვენიერ რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება
ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო!!

ოცნებას შენზე სევდისფერი ცრემლი ასველებს,
ქართული მიწა ნატერფალით შენით ამაყობს,
მზად ვარ დავწერო,
შავზე თეთრად და..
თეთრზე შავად...
ისე გაღმერთებ,
ისე მიყვარხარ,
როგორც არასდროს!

8 comments:

Anonymous said...

nichieri adamiani xar shen :)

გუჯა said...

მადლობა... : )

Anonymous said...

miyvarxar guja :D:D:D:D:D

Anonymous said...

sityvebi ar myopnis!! agptrovanebuli var! aseti ramis shemqmneli udidesi adamiani unda iyos zneobrivadac da sulieradac! gilocav! shen aseti xar.!!!

Tazo said...

გუჯა ძალიან ნიჭიერი ხარ.მეც მსურს ასე შემეძლოს განცდების გამოხატვა.

გუჯა said...

მადლობ თამაზ....შენც გამოხატე, რა გიშლის ხელს?

Anonymous said...

shoookshiii vaaarrr!!!! unichieresi adamiani xar...shen titoeul sityvas rom daukvirdes udides rames eziareba adamiani!!! gagiareb!

Anonymous said...

gujaaa!!! ar gicnob magram didi siamovnebit gvicnobdi msgavis shedevris shemtxvzel adamians!

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!