4 February 2011

ინტერვიუ თათა ყრუაშვილთან


გაგვეცანი/ცოტა რამ შენ შესახებ

მე ვარ თათა ყრუაშვილი, CSG-ს მეორეკურსელი. დავამთავრე სენტ-ეკზიუპერის ფრანგული კოლეჯი. მომწონს უცხო ენების სწავლა და ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანების გაცნობა/შესწავლა. ვუსმენ მუსიკას ყოველთვის როცა ეს შესაძლებელია. ჩემი მომავალი პროფესიის გარდა მაინტერესებს პროგრამირება, მუსიკის შექმნა, დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა, ხატვა, კომპიუტერული გრაფიკა ... ვიმედოვნებ რომ მომავალში რომელიმეს მაინც დავეუფლები J


რატომ CSG?

ჩემთვის პირველ რიგში იმიტომ (CSG), რომ 100%-ით გაამართლა მოლოდინი, შეიძლება ითქვას, გადააჭარბა კიდეც.
სიმართლე გითხრათ, სკოლაში არ გამოვირჩეოდი სიბეჯითით, მაგრამ აქ იმდენად მაღალია მოტივაცია და იმდენად საინტერესოა სწავლის პროცესი, რომ ახლა უკვე დღის ძირითად ნაწილს სწავლას ვუთმობ.

რითია CSG განსაკუთრებული?

ჩემი აზრით, ის, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ეს სკოლა განსაკუთრებული და უნიკალურია, ჩვენი დეკანის, ქალბატონი მზია მიქელაძის დამსახურებაა რადგან ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტუდენტებმა განათლება და გამოცდილება მიიღონ მაღალი დონის ლექტორებისგან. ერთი სიტყვით, იმისთვის,რომ ლექტორი მოხვდეს ჩვენს სკოლაში მხოლოდ ”კარგი CV ” არ არის საკმარისი, შესაბამისად სწავლის პროცესიც უაღრესად ნაყოფიერიაJ

რა დამოკიდებულება გაქვს სტუდენტებთან?

ბავშვები ზოგადად დადებითად ვართ განწყობილი ერთმანეთის მიმართ, მიუხედავად პატარ-პატარა დაძაბულობებისა, ვცდილობთ კონფლიქტურები არ ვიყოთ რადგან იქიდან გამომდინარე,რომ აქ სწავლა დაძლევადი მაგრამ საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, დაძაბულობა და უთანხმოება ყველასთვის ხელისშემშლელია.
                                                                                     
ამ ბლოგზე ბევრი პირველკურსელია და რა რჩევას მისცემ მათ მეორე კურსისთვის?

ამ სკოლაში ისეთს არაფერს გვასწავლიან, რასაც ჩვენი გონება ვერ ჩაწვდება და ვერ ”მოერევა”. იმისთვის, რომ კარგი შედეგი (ქულა იქნება ეს, GPA, თუ განათლება)  მიიღოთ მთავარია სისტემატურობა. აქ ყველაზე მეტს აღწევს სტუდენტი რომელიც სისტემატურად მიყვება ლექტორს. სემესტრის ბოლოს ღამეების გათენებაზე ბევრად უფრო ეფექტური და ნაკლებად დამღლელი- ყოველდღე ცოტ-ცოტას სწავლაა.

საყვარელი ფილმი და მუსიკა

ერთ საყვარელ ფილმს ალბათ ვერ გამოვყობ, მაგრამ ძალიან მიყვარს- Forrest Gump; 25th Hour; American History X; State of Grace; The Legend Of 1900 …
რაც შეეხება მუსიკას, აქ უფრო მარტივადაა საქმე, ძირითადად ხასიათის მიხედვით ვუსმენ მუსიკას და ამ მხრივ მრავალფეროვნებით გამოირჩევა ჩემი გემოვნება J  მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს Radiohead.

თავისუფალ დროს რას აკეთებ?

სანამ CSG-ში ჩავაბარებდი დღის ძირითად ნაწილს ვატარებდი მეგობრებთან ერთად და ამიტომაც გამიჭირდა პირველი წლის პირველი სემესტრის დაძლევა მაგრამ ყველაფერი დაძლევადი და შეგუებადია. მიუხედავად იმისა,რომ შევეჩვიე მათთან ნაკლები დროის გატარებას, თავისუფალ დროს მთლიანად თუ არა, მის მნიშვნელოვან ნაწილს მეგობრების გარემოცვაში ვატარებ.

რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?

ბლოგს ვუსურვებ რომ ბევრი ადამიანისთვის იყოს საინტერესო და მიაღწიოს მიზანს- კარგად გააცნოს საზოგადოებას CSG და იქ მოღვაწე საზოგადოება J  

No comments:

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!