4 February 2011

დაიგვიანე უკვე...! [გუჯა ლორთქიფანიძე]


მინდა უეცრად ქუჩაში შემხვდე, შემთხვევით ბეჭი გამკრა 
და ყველა კოცნა, რაც კი გაჩუქე- მაგ ტუჩებიდან აგფცქვნა
მინდა წაგართვა ყოველი სიტყვა, შენთვის რომ მითქვამს გრძნობით
მსურს დავითმინო ეს განსაცდელი,- გული გავსილი ბოღმით... 
მსურს დავიბრუნო ყოველი წუთი, გატარებული შენთან
თუმცა არ ვამბობ რომ არ მომწონდა, როცა ვიყავით ერთად
მაგრამ დრო მიდის... დრო არ ჩერდება; წარსული მრჩება სევდად
მე შენ მიყვარდი! ახლაც მიყვარხარ... თუმცა არ მოვალ შენთან
ვერ დაიბრუნებ ამ დიდ სიყვარულს, სულ ხომ არ ვივლი კენტად
ვიცი, რომ ერთად აღარ ვიქნებით, რადგან-არ მოხვალ ჩემთან
ან რა აზრი აქვს შენს დაბრუნებას,-დაიგვიანე უკვე... 
და პატიებას, შენთვის რომ მქონდა- ვადა გასვლია წუხელ
.

No comments:

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!