ცოტა რამ შენს შესახებ
ოჰოო J ცოტა? აბა რა გითხრა? გიორგი ჯამაგიძე ვარ რა J 18 წლის, დავამთავრე იტალიური სკოლა წარმატებით, ვიტყვი ოქროს მედალზე გავდიოდი იმ... ხელოვნების მასწავლებელს მე-9 კლასში 7 ქულა რომ არ გამოეყოლებინა და ვიქნებოდი ჯიგრულად J
ვიყავი მოცეკვავე, თან საკმაოდ დიდხანს,
მერე როგორც ყველა პატარა ავტყდი აღარ მინდა მეთქი და გამოვედი ისე კი მივქარე არ უნდა გამოვსულიყავი, მერე გადავინაცვლე ცურვაში, 3 წელი სპორტულად გავყევი, მაგრამ მერე მანაც მომაბეზრა თავი და მოყვარულის დენემდე ჩამოვედი : )) ვერთობი რა : )) ვარ ძალიან, ძალიან მდიდარი მე ასე ვთვლი იმიტომ რომ მყავს ძალიან, ძალიან ბევრი ძმაკაცი, ოღონდ მართლა ძმაკაცი და არა უბრალოდ რო ეძახიან ხოლმე რა CU-შიც კარგი ჯგუფი დამხვდა და ვიმედოვნებ რო ამათაც მალე დავარქმევ ძმაკაცებს : ) კიდე რა ვთქვა? ვარ „წყნარი“ რა შეიძლება ითქვას „წყობიდან არ გამოვდივარ“ (ბანალურია) ყოველთვის ვცდილობ თავი შევიკავო მაგრამ სიმართლე გითხრათ ძაან მიჭირს ხოლმე რა : )) იმიტო რო რაღაც მომენტში დენთივით ვარ, ანუ ჯერ შეიძლება ვიმოქმედო და მერე ვიფიქრო, ეს ძაან ცუდია მაგრამ კაცია და გუნება და რას გააწყობ. მე მიყვარს და თუ მიყვარს მართლა მიყვარს, რავიცი ერთგვარი ლაბირინთი ვარ რა რომელშიც მგონი მე თვითონ ვარ დაკარგული : )) აღარ გავაგრძელებ თორე რავიცი ვეღარ მოვრჩებით რა... Jვიყავი მოცეკვავე, თან საკმაოდ დიდხანს,
რატომ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?
არ ვიცი, ოღონდ მართლა. საერთოდ არ ვგეგმავდი ან საერთაშორისო ან რამე მაგის მსგავს ფაკულტეტზე სწავლას რა, უფრო ბიზნესი, IT და მაგდაგვარ რაღაცას ვაპირებდი. აი ჩემთან სკოლაში რო იყვნენ კავკასიის უნიდან ჩვენი დეკანიც იყო და ასე ვთქვათ შეგვაბა რა : )) მომეწონა რაღაცნაირად თან ამას ისიც დაემთხვა რომ ამ სკოლას შეუძლია ამისრულოს ბავშვობის ოცნება რა, ეხლაც ამაზე ვოცნებობ, სამხედრო საჰაერო ძალებში მინდა ვიმსახურო და საშუალებას მაძლებს შემდეგ უკვე მაგისტრატურაში გავაგრძელო და გავხდე გამანადგურებლის პილოტი, ისე რას გაასწორებს არაა? : )) რამხელა ადრენალინია 3 მეხის სისწრაფით რო გადაუვლი დედამიწას : )) აი ამიტომ : ))))
გაამართლა თუ არა შენი იმედები CSG-იმ?
კი გაამართლა, კაია CSG! : ))
როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?
აი რაც ყველაზე მეტად მომწონს, ესენი არიან სტუდენტები, მართალია ბევრს არ ვიცნობ : )) მარა J ვისაც ვიცნობ იმით ვიმსჯელებ. ეს მართლაც ჩვენი ღირსებაა ყველა აი აფსოლიტურად ყველა განსხვავებულია, არც ერთი არ გავს არავის, იმენა ყველანაირ ტიპს იპოვი ჩვენთან და მგონი ყველაზე საინტერესო ესაა : )) თან რაც მთავარია, მაგარი ხალხია რა J
შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები
სავეს ვარ უარყოფითი თვისებებით მაგრამ ჩემშიც შეიძლება იპოვოთ დადებითი რამე : )
უარყოფითი მართლაც ძალიან ბევრი მაქვს : ) ჩამოვთვალო ? არაა იყოს ამას ჩემთვის დავიტოვებ. მაგრამ ერთს გაგიმხელთ ძალიან მიჭირს ადამიანს ვაპატიო და ვენდო ვინც ერთხელ მაინც ჩაიჭრება რა : )) ანუ არ უნდა გაჩნდეს ბზარი თორემ მე მას არასდროს მგონი არ ამოვავსებ : )) ვიცი ძაან ცუდია მარა ესეთი ვარ და რა ვქნა : ) ესეც ეს გრძნობაც ალბათ ღრმადაა ჩემში და რავიცი.
დადებითი თვისებაც მაქ ვგონებ : ) პირველ რიგში შემიძლია მოვუსმინო იმასაც კი ვისაც არ ვეთანხმები, შემიძლია მიყვარდეს ყველაფრით და მივიგო ყველაფრით ის ვინც ღირსი იქნება, შემიძლია, შემიძლია მეგობრისთვის შემიძლია : )
რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?
CSG-ში მომწონს CSG
რას შეცვლიდი CSG-ში?
ლექციებს დავაპატარავებდი უეჭველი, ძაან დიდებია რა : ))
შენი მიზნები
აი აქ მართლა ბევრი რამ არის. დარწმუნებული ვარ მე თვითონ რისთვისაც ჩავაბარე ამ უნიში, ამ სფეროშიც ვერ გავძლებ დიდხანს. ერთ ადგილას ვერ გავჩერდები, აქედან გამომიდინარე ერთი მიზანი არ მაქ, სამეგობროშიც ხუმრობით უნივერსს მეძახდნენ ანუ ყველაფერი მინდა შემეძლოს და ყველგან მინდა ვიყო ანუ ერთგან, ერთ სფეროში ვერ გავჩერდები რა კი ვიცი რო ამბიციური ვარ მაგრამ ესა ვარ რა და ვფიქრობ რომ წარმატების საწინდარი ამბიცია და დალშე შრომაა რა : ))
რა რჩევებს მისცემ CSG-ის სტუდენტებს?
თავს კითხონ რა უნდათ CSG-ში რატო ჩააბარეს? მეორე, ღირს ეს მიზანი ამდენ შრომად? : )) და თუ ღირს მიაწვნეენ რა ბოლომდე? :*
ა აი აქაც ჰობი იმდენი მაქ რო რავი. სრიალი, სურათების გადაღება , ნადირობა , თევზაობა, რალი , მანქანები, იარაღები და ესე თუ გავაგრძელე ვერ მოვრჩები და განა პროსტაზე ვწერ მარტლა ვარ ამით გატაცებული და მართლა ყველგან საკაიფოდ ვარ რა ანუ ყველაფერი მაგრად მიყვარს : )
რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?
თქვენ გენაცვალეთ :* ჯიგრები ხართ : ))

No comments:
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!