24 February 2011

სურვილების ყუთი კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში




სამწუხაროდ, CSG-ს ბევრმა სტუდენტმა არ იცის, რომ ჩვენს სკოლაში სიახლეა. რამდენიმე თვის წინ, ჩემი ინიციატივის საფუძველზე მოხდა ”სურვილების ყუთის” პრაქტიკის დანერგვა. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტების უმრავლესობა არ არის საქმის კურსში, საჭიროდ მივიჩნიე სტატიის ბლოგზე განთავსება (დახმარებისთვის მადლობას ვუხდი ბლოგის შემქმნელებს)


   ”სურვილების ყუთის” მიზანია, თითოეულმა სტუდენტმა გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, რა პრობლემებს აწყდებიან ჩვენს სკოლაში, რის შეცვლას ისურვებდნენ, რა ინიციატივები აქვთ და ა.შ.. (სურვილის შინაარსი დამოკიდებულია სტუდენტზე, თუმცა საწყის ეტაპზე უმჯობესი იქნება სირთულეების აღმოფხვრაზე თუ გავაკეთებთ აქცენტს).


  კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებს ამ სიახლის დანერგვით ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ დააფიქსირონ საკუთარი აზრი ჩვენი სკოლის ფუნქციონირების შესახებ ანონიმურად!!! ამავდროულად, ადმინისტრაციაც შეიტყობს თქვენი შეხედულებების შესახებ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

   ეს რაც შეეხებოდა ”სურვილების ყუთის” რაობას. იმისათვის, რომ ამ იდეის მაქსიმალურად სრულყოფილი განხორციელება მოხდეს, საჭიროა, რომ CSG-ს სტუდენტებიც აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში(კურსს მნიშვნელობა არ აქვს). კერძოდ, უნდა შედგეს რამდენიმეკაციანი ე.წ. ”საბჭო”, რომელიც პერიოდულად გაეცნობა და გადაახარისხებს ჩვენი სტუდენტების სურვილებს. ანუ ”სურვილების კოორდინატორები” შეიკრიბებიან, იმუშავებენ და შემდგომ მოამზადებენ მოხსენებას, თუ რა სირთულეების წინაშე დგას ჩვენი სკოლა, რა ინიციატივები აქვთ სტუდენტებს, რა სურვილები გააჩნიათ მათ და ა.შ. (იქნებ, ასრულდეს კიდეც თქვენი სურვილები?)

ვისაც სურვილი გაქვთ, გამოეხმაურეთ ამ წერილს და შეიტანეთ თქვენი წვლილი ამ იდეის განხორციელებაში.

მარიამ ხერგიანი

7 comments:

გუჯა said...

აქ ვარ )

Lika said...

მართლა კარგი ინიციატივაა... მარიამ ეს ყუთი CSG-ის მენეჯერებთანაა?

Anonymous said...

კი ლიკა, მენეჯერების ოთახშია..

მარიამი

გუჯა said...

ეს რატომ არ ვიცოდი? ))) მადლობ მარი :* აუცილებლად ვიაქტიურებთ ))

Anonymous said...

ძალიან მომცონს მარის ინიციატივა,მე უკვე ჩავაგდე ჩემი სურვილი ”სურვილების ყუთში”:))გმადლობ მარი:*ბავშვებო,გააქტიურდიიით:)))

სალომე

Anonymous said...

mec tqventan var :))

Anonymous said...

ar vicodi exla gavige da chavagdeb aucileblad ert survils :)))

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!