ცოტა რამ შენს შესახებ
მე ვარ სალომე ავალიშვილი. კავკასიის უნივერსიტეტის 1 კურსის სახელმწიო მართვის ფაკულტეტის სტუდენტი. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ ჩვეულებრივი ადამიანური მიზნებით, რომლის განხორციელება ჯერჯერობით ჩემთვის პირველ ადგილზეა.
რატომ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?
იმიტომ, რომ აქ სწავლობდნენ ჩემი მეგობრები და მათგან მქონდა ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ. ვიცოდი, რომ საკმაოდ პერსპექტიული უნივერსიტეტი იყო და ლექტორებიც მაღალი დონის იყვნენ. თან ვფიქრობ, ეს სწორედ ის უნივერსიტეტია რომელიც დამეხმარე არსებული მიზნების მიღწევაში და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
გაამართლა თუ არა შენი იმედები CSG-იმ?
კი ჯერჯერობით ამართლებს და იმედია სამომავლოდაც გაამართლებს!
როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?
რათქმაუნდა ყველას არ ვიცნობ და ვერ ვმეგობრობ და ეს შეუძლებელიცაა მგონი, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ძალიან. არიან ადამიანები რომლებთანაც უფრო ახლო, განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს და მიხარია რომ ესეთი ადამიანები სწორედ ამ უნივერსიტეტში გავიცანი. ჩვენი მეგობრობა წლებთან ერთად რათქმაუნდა უფრო გაღრმავდება.
შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები
საერთოდ არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი მირჩევნია სხვამ დამახასიათოს. მაგრამ როგორც ყველა ადამიანს მეც მაქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი თვისებებია და იმედია პირველი მეტია მეორეზე.. )
რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?
მომწონს ლექტორები და ასევე მომწონს გამოცდების გრაფიკი, რადგან ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი რომლებიც სხვა უნივერსიტეტები სწავლობენ უკმაყოფილოები არიან იმით რომ დგეში 2-3 გამოცდა აქვთ. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს შერჩეული გრაფიკი და ამისთვის ალბათ დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს მენეჯერებს!
რას შეცვლიდი CSG-ში?
ამაზე არ მიფიქრი, მაგრამ ალბათ არის საკითხები რისი შეცვლაც და გაუმჯობესება შესაძლებელია. თავიდან ძალიან არ მომწონდა ის რომ არ გვქონდა ჯგუფური სისტემა, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე და ეხლა ვთვლი რომ ესე სჯობს.
შენი მიზნები
ამჯერად ერთი უმთავრესი მიზანი მაქვს რომ გავხდე ჩემი საქმის პროფესიონალი რამდენად გამომივა არვიცი მაგრამ ყველანაირად ვცდილობ!
რა რჩევებს მისცემ CSG-ის სტუდენტებს?
აკონტროლონ GPA.. )) ვუსურვებ იყვნენ მეგობრულები და გამოიყენონ ყველა შანსი და შესაძლებლობა რაც კი მიეცემათ ცხოვრებაში!
შენი ჰობი?
კონკრეტულად ჩამოყალიბებული ერთი ჰობი არ მაქვს! ძალიან მიყვარს მუსიკა საკმაოდ დიდი როლი უკავია ჩემს ცხოვრებაში! ვერც ერთი დღე ვერ წარმომიდგენია მუსიკის გარეშე. ასევე მიყვარს რომანების კითხვა და გართობა რათქმაუნდა ჩემს მეგობრებთან ერთად.. )
რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?
წარმატებებს რაც მდგომარეობს უფრო და უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციის გავრცელებაში!

1 comment:
წარმატებებს გისურვებ შენც ასევე <3:*
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!