19 February 2011

საქველმოქმედო აქცია

სულ რაღაც ორ დღეში სწავლა განახლდება და სტუდენტური ცხოვრება კვლავ გამოცოცხლდება CSG-ში. იქნება ექსკურსიები, სწავლის დაწყებისდამი მიძღვნილი ქეიფები და ა.შ. მაგრამ ყველაზე მთავარი, იმედი მაქვს საქველმოქმედო აქცია გამოვა.
საქართველოში სამწყხაროდ ბევრი უსახლ-კარო ბავშვია, მათი ნაწილი ბავშვთა სახლში ცხოვრობს, ნაწილი ქუჩაში... ბავშვთა სახლების უმეტესობა სავალალო მდგომარეობაშია და მხოლოდ სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ სახელმწიფო სტრუქტურების იმედად არიან, რომ ვიღაცას მაინც გაახსენდება ისინი და დაეხმარება, თუნდაც მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში, და რა თქმა უნდა ტელე-კამერების თანხლებით.
მოდი შევეშვათ სხვებს. CSG ორი წელია რაც არსებობს, და აქამდე იყო რაღაც მცირე ქველმოქმედებები, მაგრამ მასშტაბური არა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სულ რაღაც 30 სტუდენტი სწავლობდა მთელს ფაკულტეტზე. დღეს კი საბედნიეროდ სტუდენტების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. შესაბამისად საქველომოქმედო აქციაც უფრო მასშტაბური უნდა გამოვიდეს. ამისთვის კი საჭიროა ყველა დავდგეთ ერთად, ყველამ მცირეოდენით მაინც შევეწიოთ კეთილ საქმეს. 
უნდა აღინიშნოს, რომ CSG-ის ადმინისტრაცია ყველანაირად გვიდგას მხარში ამ იდეის განხორციელებაში.
სწავლის დაწყებისთანავე, CSG-ის მენეჯერების ოთახში დაიდგება ყუთი, სადაც ნებისმიერ ჩვენს სტუდენტს შეეძლება მცირეოდენი თანხით ხელი შეუწყოს იდეის განხორციელებას.
ფულადი დახმარების გარდა შეგიძლიათ მოიტანოთ ძველი ტანსაცმელი, სათამაშოები და ა.შ. (ეს აქციის დღეს, მანამდე ფიზიკურად ვერსად შევინახავთ)
ასევე კარგი იქნება თუ ჩავუტარებთ კონცერტს და მხოლოდ დახმარებით არ შემოვიფარგლებით, ვისაც რა შეგვიძლია ის უნდა გავაკეთოთ, რომელიმე მუსიკალურ ჯგუფთან თუ გვაქვს კონტაქტი ვთხოვოთ და დაგვეხმარებიან. ასევე ყალიბდება თეატრალური დასი CSG-ში და იმედია მოვასწრებთ რაიმე სპექტაკლის დადგმასაც.
მოკლედ იდეები ბევრია, მთავარია ერთად დავდგეთ და დავიწყოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება!
ვისაც რა შემოთავაზება გექნებათ გაგვიზიარეთ!
ვაჩუქოთ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ერთი ფერადი დღე, ბევრ ნაცრისფერ დღეებს შორის...

ზუკა მარკელია

1 comment:

გუჯა said...

რა თქმა უნდა, მანდ ვარ!

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!