25 February 2011

ინტერვიუ მარიამ ხერგიანთან


- მე ვარ მარიამ ხერგიანი. დავამთავრე ქ. თბილისის #1 ექსპერიმენტული სკოლა და ამჟამად ვსწავლობ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსზე. მიყვარს ლიტერატურა, განსაკუთრებით კი გაბრიელ გარსია მარკესი და ვაფასებ ლათინურამერიკულ ტემპერამენტს. მაინტერესებს ყველაფერი, რაც უკავშირდება ადამიანებს და მათი დამოკიდებულებების ყველა სფეროს..


რატომ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?

- ეს კითხვა ძალიან ხშირად მესმის(ყოველი სემესტრის დასაწყისში J). მარტივი მიზეზის გამო - მინდოდა და მინდა სწავლა. უფრო კონკრეტულად, მინდა ვიცოდე იმ ურთიერთობების შესახებ, რომელშიც მთელი მსოფლიო იღებს მონაწილეობას, მიუხედავად სიდიდისა თუ სიძლიერისა.


გაამართლა თუ არა შენი იმედები CSG-?

- იქიდან დავიწყებ, რომ რაიმე განსაკუთრებული იმედი არ მქონია. ვიცოდი, რომ პირველ ნაკადში მოვხვდებოდი და რაღაც დონეზე შესაძლებელი იყო, რომ ახალ სკოლას არ ჰქონოდა დიდი გამოცდილება და შესაბამისად, ხარვეზებიც ყოფილიყო, თუმცა სწორედ ახალშექმნილი სკოლის კვალობაზე, CSG  მშვენივრად ართმევს თავს გამოწვევებს. ჩემი მოლოდინი იყო, მიმეღო  შესაბამისი განათლება და სწორედ ამ პროცესში ვარ ახლა.

როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?

- წელიწადნახევარია ჩემს ჯგუფელებთან ერთად კვირაში 21 საათს ვატარებ. (ეს მხოლოდ ლექციები, ამას პლუს ”გასვლებიც”) ანუ საკმაოდ დიდი ხანი ვართ ერთად, არა? რაც ამ ხნის მანძილზე აღმოვაჩინე, არის ის, რომ საკმაოდ მიზანდასახულები და პერსპექტიული ახალგაზრდები არიან J იციან რა უნდათ და მაქსიმალურად ცდილობენ მიაღწიონ მიზანს.

 შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები

- ოღონდ ეს კითხვა არა.. თვისებების დადებითობა და უარყოფითობა ძალიან პირობითია.. რაც ერთს დადებითად ეჩვენება, მეორეს შეიძლება უარყოფითად მოეჩვენოს და პირიქით. ალბათ მკითხავ, თავად შენ რას მიიჩნევ დადებით-უარყოფით მხარედო, მე კი გიპასუხებ : თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ამ ინტერვიუს წამკითხავს, ეს საკითხი არ დააინტერესებს. (და თუ იფიქრებს, რომ შევცდი, მაშინ იფიქროს, რომ ეს  ჩემი 100%-იანი დარწმუნებულობა არის ჩემი უარყოფითი მხარე)


რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?

- 1.აქ მომეცა შესაძლებლობა, გავიგო, რისი კეთება შემიძლია. 2. ძალიან კოლეგიალური დამოკიდებულებაა, როგორც სასწავლო მენეჯერებისგან, ასევე უშუალოდ დეკანის მხრიდან. 3. ძალიან მომწონს ლექტორები და იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პროფესიონალთან მაქვს ურთიერთობა.


რას შეცვლიდი CSG-ში?

- არაფერს.

შენი მიზნები

- ჩემი კონკრეტული მიზანი არის - ვიყო წარმატებული და ჩემი საქმის პროფესიონალი


რა რჩევებს მისცემ CSG- სტუდენტებს?

- ვიქნები ბანალური და ვეტყვი, რომ ისწავლონ ბევრი, იყვნენ კრეატიულები, სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა, დაესწრონ მოწვეული სტუმრების ლექციებს და შეეცადონ გაიგონ უფრო მეტი. ვისურვებდი, კურსებს შორის არ იყოს გათიშულობა.



შენი ჰობი?

- მიყვარს კითხვა, მხატვრული რომანები, მონოგრაფიები, ნოველები.. მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია..ყველა სტილის მუსიკა თავისებურად კარგია, მაგრამ Pink Floyd და ფსიქოდელიური როკი ჩემთვის შეუცვლელია. რამდენიმე წლის წინ აქტიურად ვიყავი ცურვით დაკავებული, ახლა კი მხოლოდ ჰობის დონეზე შემოვიფარგლები.


რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?

- ბლოგს ვუსურვებ ბევრ მკითხველს, მუდმივ სიახლეებს და საინტერესო სტატიებსა თუ ინიციატივებს.

4 comments:

გუჯა said...

მარიამ, შენ როდის უნდა დაძლიო სიზარმაცე და დაიწყო სწავლა? :D:D

Anonymous said...

გუჯა, ამ სემესტრში გამოვსწორდები :D

მარიამი

გუჯა said...

:D:D ))) გახსოვდეს, პირობა პირობაა! : )))))

Anonymous said...

Cool and that i have a keen supply: How Much Home Renovation Can I Afford house renovation planner

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!