წვიმისფერ დღეებს ავუკრძალე უშენოდ მოსვლა...
წუთებს უშენოს დავურაზე გრძნობის კარები...
ცეცხლის ალები თუნდაც რომ გეცვას,
მოგეკარები!
უშენოდ ყოფნას სევდისფერი ცრელმი ასველებს
ვცდილობ, ეს სევდა, ვალმოხდილმა, სადმე ჩავახრჩო!
დროს ველოდები...
როდის წავა...
როდის დამტოვებს...
რომ არსებობა წუთით მაინც განვაგრძო!
შენს სილამაზეს მეცხრე ცაზე ავყავარ ისევ
ამ ღვთიურ გრძნობას როგორ გინდა ზურგი აქციო?!
და რომ შემეძლოს,
შეგიყვარებდი,
მეორედ,
კიდევ....
რომ ყოფა შენით
სიცოცხლისფერ შვებად ვაქციო.
უშენოდ თაკილობს ბაღში ამოსვლას ლამაზი ვარდი,
იებს უშენოდ აღარ უნდათ სამნისფრო ფერი,
გახსოვს,
უგზო-უკვლოდ რომ შემიყვარდი?
მე დღესაც ვცოცხლობ...
შენი ლამაზი თვალების ფერით!
სააქაოში შენისთანებს ხარკებს აძლევენ
შენი წყალობით,
არად იქცა ყველა ღირსება
საჩივარი აქვთ ანგელოზებს უფლის წინაშე,
შენი მიჯნური რომ შვებას ვერ ეღირსება.
უშენოდ როგორ წარმოვიდგენ მე ამ სამყაროს?!
მთვარისფერ ღამეს რაღა ვუთხრა ,
შენ რომ გიკითხავს?!
წავა...
გაბრაზებული შესჩივლებს ვარსკვლავს...
რომ შენ მიდიხარ...
ოცნებას შენზე საიქიოს კართან მივყავარ
მსგავსი შეგრძნება არ მიგვრძვნია,
ალბათ არასდროს...
შენი მწყურვალი შევაბიჯებ ღვთის სამყოფელში
შენი ნახვა რომ ხორციელმაც ვეღარ დამასწროს!
შენ ჩემში გრძნობის გაგიჟება იოლად გძალუძს,
შენს სილამაზეს აწ და მარადის მივუგებ თაყვანს,
ცხადად ავიხდენ, ვალმოხდილი, სიზმარში ნახულს,
ავაკიაფებ ჩემი ბედის უბედურ ვარსკვლავს...
და...
ნამთვრალევი...
მაინც მოვასწრებ...
შენს ერთხელ ნახვას!
გრძნობის წიაღში თავს ჩავიხრჩობ შენი მიჯნური,
გავარღვევ სივრცეს,
ღრუბლებამდე სევდისფრად ავალ,
გამოვუტყდები მთელს სამყაროს შენს სიყვარულში,
და მოვერევი გრძნობას უშენოს,
ასე რომ მჩაგრავს!
ოცნებას შენზე სევდისფერი ცრემლი ასველებს,
ქართული მიწა ნატერფალით შენით ამაყობს,
მზად ვარ დავწერო,
შავზე თეთრად და..
თეთრზე შავად...
ისე გაღმერთებ,
ისე მიყვარხარ,
როგორც არასდროს!

5 comments:
Huja , kidev ertxel YOCHAG!!!!! :D :D :D <3
es adamiani maocebs!!!
გუჯაც ყურებამდე ყოფილა შეყვარებული :))))
ყოჩაღ!
me ar vkopilvar :)
ise exla minda vtqva rom dzaan magaria ai dzaam
<3 :*
khatia Shaverdashvili :)
ara, xatia me sxva xatia vigulisxme : )) madloba didi :*:*:*
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!