კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტების ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა კავკასიის უნივერსიტეტის ექსპერიმენტალური თეატრალური დასის შექმნას.
კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით მოვიწვიეთ რუსთაველის თეატრის რეჟისორი ვატო ჯუღელი, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს სპექტაკლის დადგმაში. დადგმა გაიმართება საგაზაფხულო სემესტრის ბოლოს. დასში გაერთიანების სურვილის მქონე ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კასტინგში, რომელიც ჩატარდება ხუთშაბათს, 24 მარტს, 18:00 სთ-ზე C54 აუდიტორიაში. შეირჩევა საუკეთესო სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებული 10-15 სტუდენტი, რომლებიც შევლენ კავკასიის უნივერსიტეტის პირველ თეატრალურ დასში.
კასტინგში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა მხატვრულად უნდა წაიკითხონ წინასწარ მომზადებული პროზაული ნაწარმოების ერთი აბზაცი ან ლექსის ორი სტროფი.
გთხოვთ, მსურველებმა გამოგზავნეთ შეტყობინება კასტინგში მონაწილეობის შესახებ ოთხშაბათს, 23 მარტის 17:00 სთ-მდე მისამართზე: mmikeladze@cu.edu.ge. ყველა მსურველს გამოეყოფა დრო, რომლის დროსაც იგი წარდგება შემრჩევი კომისიის წინაშე.

3 comments:
მოვსინჯავ ძალებს :)
auuu daweret ra vin gadaxvediiiiiiiit :):)
მეე : ))
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!