22 March 2011

ინტერვიუ კატარინა ჟივადინოვიჩთან


მე ვარ კატარინა ჟივადინოვიჩი, დავიბადე და გავიზარდე სერბეთში.შემდეგ გადმოვედი საცხოვრებლად საქართველოში, თავიდან ძალიან გამიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება თუმცა მალევე შევეჩვიე გარემოს,ბავშვებს.. დავამთავრე 166-ე სკოლა. ვიყავი ანსამბლ  "ერისიონი"-ს მოცეკვავე, დავდიოდი ლათინო-ამერიკულ,სამეჯლისო ცეკვებზე.როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ კარატეზე და სამოდელო სააგენტოშიც ერთდროულად დავდიოდი :) ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ბევრი საინტერესო რამით ვიყავი დაკავებული რაც ვთვლი რომ მომავალში ბევრ რამეში დამეხმარება.ბევრი რომ არ გავაგრძელო ახლა ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის I კურსზე.


რატომ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?
CSG -ში ჩაბარებას არ ვაპირებდი.გარდა კავკასიის უნივერსიტეტისა ყველა დანარჩენი ფაკულტეტი იურიდიული მეწერა,თუმცა ახლა აქ ვარ და მიხარია რადგან გარდა იმისა რომ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე სწავლაც ძალიან მომწონს.


გაამართლა თუ არა შენი იმედები CSG-იმ? 
 ვიტყვი რომ დიდიწილად გაამართლა,არის რაღაც დეტალები და ასე ვთქვათ ნიუანსები რაც ვთვლი რომ გამოსწორებადია.


როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?     
 მთელ კურსთან ახლოს ყოფნა შეუძლებელია, (ყველასთან ახლოს ვერ იქნები და ვთვლი რომ არცა არის რაჭირო),ძალიან კარგი ბავშვები არიან,ვიტყვი რომ ზოგი სკოლის ასაკშია დარჩენილი თუმცა გაიზრდებიან :) იმით კი ნამდვილად ვამაყობ რომ ჩემს გვერდით ნამდვილი მეგობრები არიან.


შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები           
:) დადებითი მაქვს ის რომ ვარ ძალიან მეგობრული,ჩემი მეგობრების გვერდით ვარ ყოველთვის და მათთვის მაქსიმალურს ვაკეთებ. მიზანდასახული ,შრომისმოყვარე... უარყოფითი ოო :) ვარ ძალიან ჯიუტი,ფეთქებადი,ადვილად ვერ ვპატიობ,ცოტა ბუტია:) და რაღაც დოზით ამაყიც,ასევე უარყოფით თვისებად მივიჩნევ სიმორცხვეს და ეჭვიანობას:)  


რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?      
თიითქმის ყველაფერი :)


რას შეცვლიდი CSG-ში?        
არის წვრილმანი რაღაცეები რასაც ნამდვილად შევცვლიდი თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი..

შენი მიზნები
ძალიან ბევრი მიზანი მაქვს თუმცა განსაკუთრებული ჩემთვის არის რომ წარმატებულად დავამთავრო უნივერსიტეტი და მქონდეს კარგი სამსახური.ეს ორი რამ ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

რა რჩევებს მისცემ CSG-ის სტუდენტებს?               
იყვნენ მეტედ მოგობრულები,კარგად ისწავლონ და სხვების გაკრიტიკებას ნაკლები დრო დაუთმონ..


შენი ჰობი?
ჩემი ჰობი ცეკვა,სიმღერა,ფილმების ყურება  და კიდევ ბევრი რამ...

რას უსურვებ ჩვენს ბლოგს? 
რათქმა უნდა ბევრს საინტერესო რესპოდენტს.

1 comment:

xoshta said...

KATOOO! PIRVEL RIGSHI DIDI MADLOBAS MOVUXDI AM BLOGS,RADGAN GAMOAQVEYNA AM UMSHVENERIES GOGOS STATIA,MEORE IS ARIS,ROM DZALIAN GAMIXARDA KAAT SHENI INTERVIU :) DZALIAN MIXARIA ASETI MIZANDASAXULI ROM XAR,MINDA GISURVO,ROM YVELAPERI AGIXDES RAC CHAGIPIQREBIA! DZALIAN MAGARI ADAMIANI XAR,DZALIAN MIYCVARXAR DA DZALIAN GAPASEB.
P.S XO ICI MISS MSOPLIO ROM GAXDEBI,PIRVELI AVTOGRAPI CHEMIAA:D

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!