4 March 2011

ინტერვიუ ალექსანდრე ბრეგვაძესთან



მე ვარ ალექსანდრე ბრეგვაძე, 19 წლის დავამთავრე ქართულ-გერმანული კოლეჯი ,,ალემანია" და შემდეგ 25-ე სკოლა, ამჟამად ვსწავლობ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში მე-2 კურსზე.


სანამ კონკრეტულად CSG ზე გადავიდოდეთ, შენს დადებითსა და უარყოფით თვისებებზე გვესაუბრე...
დადებითი მხარეები არ მაქვს...  უარყოფითს რაც შეეხება ბევრია... მათ შორის საშინლად არაგუნდური ადამიანი ვარ და ადვილად ვბრაზდები 



შენი ფეთქებადი ხასიათი ცხოვრებაში პრობლემებს გიქმნის?
მე არა... უფრო იმათ ვისზეც ვბრაზდები 


როგორც ვიცი, შენ სტიქაროსანიც ხარ....

კი, სტიქაროსანი ვარ უკვე მეექვსე წელია, ახლახანს სხვა ტაძარში გადავედი, რომელიც ერთობლივად ავაშენეთ ჩვენს მოძღვართან ერთად. ამჟამად მთავარი სტიქაროსანი ვარ, ვარკეთილში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.


ძალიან მიხარია,მივესალმები შენს არჩეულ გზას...

მეც ვიცი რომ შენც ამ გზაზე დგახარ და მიხარია...


როგორ გადაიკვეთა შენი და CSG ის გზები?

სიმართლე გითხრა ყოველთვის ბიზნესმენობაზე ვფიქრობდი და ამ განხირთ ვაპირებდი სწავლას, მაგრამ სანამ ჩავაბარებდი კიდევ ერთხელ დავფიქრდი და საერთაშორისო ურთიერთობებში გადავწყვიტე ძალების მოსინჯვა. შემდეგ გავიგე რომ კავკასიის უნივერსიტეტეს ჰოქნდა ეს მიმართულება და აი აქ ვარ..


ანუ ჩვენი სკოლა პირველი გეწერა?

კი, პირველი


ჯერ მითხარი რა იმედები გქონდა, შემდეგ კი გამოტყდი, გაამართლა თუ არა CSG -მ შენი იმედები

იმედი მქონდა რომ  სერიოზული დისციპლინა ინქებოდა უნივერისტეტში და სწავლის მაღალი ხარისხი, სწორედ ამიტომაც ჩავაბარე. რაც შეეხება გაამართლა თუ არა ჩემი იმედები.... ვფიქრობ საკმაოდ ზომიერი სიმკაცრე და სწავლის მაღალი ხარისხია. ეს ყველაფერი დეკანის დიდი მონდომებისა და მართლა ძალიან მაგარი ლექტორების დამსახურებააა


გასაგებია, დაწესებულებამ გაამართლა, სტუდენტებზე, კურსელებზე რას იტყვი?

ძალიან კარგი კურსია, ცოტანი ვართ ჩემს ჯგუფში და ადვილად ვახერხებთ ყველანი ერთმანეთთან ურთიერთობას. საკმაოდ მოაზროვნეები და მეგობრულები არიან... დარწმუნებული ვარ მათ უმრაველობასთან ძალიან დიდხანს შევინარჩუნებ მეგობრულ ურთიერთობებს...


მეორე კურსელებს გაქვთ პირველკურსელებთან ურთიერთობა?

კი, რამდენიმე ძველი მოსწავლეცაა პირველ კურსზე.... ახლებიც გავიცანი, ღია კარის დღეს რომ ვაწყობდით სამუშაო პროცესში დავმეგობრდით, ერთს აბიტურიენტობიდან ვიცნობ 


ალბათ გუჯა ლორთქიფანიძეზეა საუბარი, ნუ მას ხომ ყველა იცნობს  

დიახ, დიახ... მე ბედნიერი ვარ... 


CSG_ში მრავალი საინტერესო ღონისძიება ტარდება, მათ შორისაა მოწვეულ სტუმრებთან გასაუბრება, მათთვის კითხვების დასმა და სხვ. იღებ თუ არა მონაწილეობას მსგავსი ტიპის ღონისძიებაში და საერთოდ, შენი აზრით, სასარგებლოა ეს შენთვის და, ზოგადად, სტუდენტებისთვის?

კი ძალიან მაგარია ... მომწონს ეს ტრადიცია და სიმართლე გითხრა ძალიან ვამაყობ რომ მე-2 კურსელი ვარ ჯერ და უამრავ ელჩს და საინტერსო სტუმარს შევხვდით უკვე... ვესწრები ყველა შეხვედრას.. საფრანგეთის ელჩს კითხვაც დავუსვი : ))) 1 კურსელი ვიყავი... ძალიან ვინერვიულე 

ხომ არ გიფიქრია სხვა უნივერსიტეტში ’’გადაბარგება’’ ?  :)

არა ნამდვილად არ მიფიქრია. ძალიან კმაყოფილი ვარ... ბაკალავის დიპლომს ამ უნივერსიტეტში ავიღებ.


მაგისტრატურაზე რას ფიქრობ?

სწავლას აუცილებლად გავაგრძელებ... თუ ყველაფერი კარგად იყო ალბათ საზღვარგარეთ გავივლი მაგისტრატურას, თუ არადა გიპას ვფიქრობ ამ ეტაპზე...


შენი აზრი მაინტერესებს ჩვენი ბლოგის შესახებ.ასევე გვირჩიე, რა ჭირდება, რა არ ჭირდება საიტს, უფრო რა ტიპის ინფორმაცია განვათავსოთ და სხვ.

ძალიან კარგი იდეაა... გულწრფელად რომ გითხრა თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ინიციატივას. ძალიან მომწონს საიტი საინტერესო ინფორმაცია... ვფიქრობ ეს ინიციატივა ჩვენი უნივერსიტეტის, ჩვენი სკოლის ბავშვებს კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ერთმანეთთან.
რაც შეეხება რჩევას, ჩემი აზრით, არანაკლებ საინტერესო იქნებოდა თუკი მსგავს ინტერვიუებს ლექტორებისგანაც აიღებდით... ალბათ საინტერესო იქნება... სახალისოც :D

ძალიან კარგი იდეაა, აუცილებლად გავითვალისწინებთ შენს რჩევას .


რა ტიპის ღონისძიებას ისურვებდი, თუნდაც ელი სტუდენტური თვითმართველობისგან?

არ ვიცი... მიჭირს კონკრეტული ღონისძიების თქმა, მაგრამ ვფიქრობ ბავშვებს ერთმანეთთან საქველმოქმედო ღონისძიებები და ჯგუფური პროექტები უფრო დაახლოვებს

ნამდვილად სასიამოვნო საუბარი გამოგვივიდა...ბოლოს, როგორც ყოველთვის, რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?

ბლოგს ბევრ სიანტერესო სტატიასა და უამრავ სტუმარს ვუსურვებ...

No comments:

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!