3 February 2011

ინტერვიუ ლიკა ლატარიასთან


გაგვეცანი
მე ვარ ლიკა ლატარია, კავკასიის უნივერსიტეტის, სახელმწიფო მართვის სკოლის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველკურსელი.

რატო მ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?
იმიტო რომ იესემში ვერ მოვხვდი : )) ეგ არ დაწერო :)
კარგი
ჩემი აზრით, კავკასია საკმაოდ პერსპექტიული უნივერსიტეტია, რომლის სტუდენტიც აუცილებლად მიაღწევს იმ მიზნებს, რაც დასახული აქვს
კავკასიის უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს შედგნენ არა მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალებად, არამედ ის გვეხმარება გავხდეთ საზოგადოების შემადგენელი ღირსეული პიროვნებები
რას გვეტყვი სტუდენტებზე? კარგი მეგობრები არიან?
არაჩვეულებრივი. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი ახალ გარემოზე, ახალ ადამიანებთან შეხვედრაზე თუმცა, იმედები გამიმართლდა და აქ შეიძლება არა მხოლოდ, კარგი განათლების, არამედ კარგი მეგობრების შეძენაც
მთავარი მარტო ცოდნა ხომ არ არის, აუცილებელია კარგი კონტაქტებიც, ერთგული მეგობრები და ადამიანები, რომლებიც უბრალოდ სასიამოვნო ატმოსფეროს გიქმნიან
რომელ საგანს გამოარჩევდი? ან რომელ ლექტორს?
ჭანიშვილი, ავთო გაგნიძე, პაატა რამიშვილი არიან ჩემი საყვარელი ლექტორები
ძალიან მომწონს რაოდენობრივი ანალიზისა და თანამედროვე აზროვნების საფუძვლების ლექციები
რას შეცვლიდიCSG–ში?
 მოდით, სიმართლეს ვიტყვი-არასდროს მიფიქრია ამ საკითხზე, თუმცა იდეალური არაფერია და შესაბამისად, იარსებებს პრობლემები, რაც დროულ რეაგირებას საჭიროებს..
თავისუფალ დროს რითი ერთობი?
ძირითადად, თავისუფალ დროს მეგობრებს და ოჯახს ვუთმობ თუმცა, ყოველდღიურად მაქვს გამოყოფილი ეგრეთწოდებული "Personal Time" მხოლოდ საკუთარი თავისთვის
როცა ვხატავ, ვუკრავ, ვმღერი, ვცეკვავ ან იოგათი ვარ დაკავებული... რაღაც ერთი ჰობი არ მაქვს, ვიცვლები მე და იცვლება ჩემი ინტერესის სფეროც :)
დაახასიათე შენი თავი
ყველა ჩემს მეგობარს ჰგონია, რომ ძალიან მხიარული და ლაპარაკის მოყვარული ვარ, რადგან მეგობრებთან ურთიერთობის დროს დიდი ენერგიით ვიმუხტები.. თუმცა სინამდვილეში, საკმაოდ ჩუმი და მოსაწყენი ადამიანი ვარ, არ მიყვარს საკუთარი პრობლემების სხვის თავზე მოხვევა (ჰო სწორი ფორმაა)
მე ვერ  წარმომიდგენიხარ ჩუმ და მოსაწყენ ადამიანად
 :) ვიცი, არავის, ჩემს მშობლებსაც კი. ეს ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ეგოისტი ადამიანი ვარ და არავისთან ვიხსნები და არავის ვანახებ ვინ ვარ სინადვილეში როგორი ვარ სინამდვილეში მე უნდა ვიცოდე მარტო მე :) ამიტომ შესაძლებელია ახლაც გატყუებთ :)
ადამიანი, მანამ არის საინტერესო, სანამ კარგად შეფუთულია... აი მაგალითად როგორც საჩუქარი გახსნი, გიხარია, ის ნახე რაც გინდოდა მაგრამ ინტერესი იკარგება. რაც მობეზრებას იწვევს
საინტერესო რესპოდენტი ხარ
: :) გმადლობთ, ვცდილობ :)
 რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?
უკვე ჩემს wall-ზე ხართ შესაბამისად გისურვებტ მეტ პოსტს, ბევრ სტუმარს, პოპულარობას და წარმატებებს! საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო წამოწყებაა ჩვენი სკოლისთვის!

7 comments:

Anonymous said...

yvelazeee magarii respodentiaaa:X:X zuk kargi qeni rom lika airchieeee:* kargi startiaaaa :*

Anonymous said...
This comment has been removed by the author.
გუჯა said...

ლიკა <3

Lika said...

Sooof, dzn miyvarxar <3
Zuka ra dawere?? :D
Hujaaaa <3

გუჯა said...

არა ლიკ მე დავწერე ზუკას და თურმე ზუკას იდ ით ვიყავი შესული ) :*

Lika said...

:D ok ok ok :*

ანასტასია said...

ლიკა <3 უსაყვარლესია :)

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!