მე ვარ ბექა ბოლქვაძე, დავიბადე 1991 წ. ქ. ქუთეისში. J დავამთავრე თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლა. ვარ 20 წლის. ჩავაბარე კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში.
გარკვეული მიზეზების თუ მიზნების გამო. ალბათ უფრო დაწვრილებით უნდა გავცე ამ კითხვას პასუხი? ჩემი ბავშვობის ოცნებაა ვიყო მმართველი (პრეზიდენტობას არ ვგულისხმობ)
გაამართლა თუ არა შენი იმედები CSG-იმ?
ამართლებს და დარწმუნებული ვარ აუცილებლად გაამართლებს.
როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?
კარგები არიან, მონდომებულები, მიზანდასახულები, ნიჭიერები, დიპლომატები, :P ძაან ბევრს ვიტყუები? კარგი მაშინ შევწყვეტ
შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები
რთულია ილაპარაკო საკუთარ დადებით და უარყოფით თვისებებზე, ამიტომ მკითხველს ვთხოვ შემაფასოს კომენტარში. ეს იმიტომ რომ არმინდა მკითხველი შეცდომაში შევიყვანო და ჩემი თავი გავაცნო როგორც შეუფასებელ ოქროდ.
რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?
ლექტორები, სწავლა, დაცვა, J :D სტუდენტები, მონიტორინგის ჯგუფი, კერძოდ მათი უფროსი.
რას შეცვლიდი CSG-ში?
შევამცირებდი სალექციო საათებს, დასვენებას გავზრდიდი და ლექციაზე საფერფლეებს შევიტანდი... ბოლოს ყურადღებას ნუ მიაქცევთ...
შენი მიზნები
მიზნები ფართო და რთული. მიზანი დიდია, ჩემი ფაკულტეტიდან გამომდინარე ალბათ პირველ რიგში რასაც გავაკეთებ ეს არის: მოვიპოვებდი ხალხის ნდობას.
დღეს ქრისტიანის მოვალეობაა სამართლებრივი შეგნების აღდგენა, კანონისადმი ჭეშმარიტი პატივისცემა, რასაც იმედია შევძლებ, მინდა ხალხში ჩავნერგო და გავაღვივო ის ჩამქრალი ნაპერწკალი, რომელსაც ისინი ელიან. მე მათ არ გავუცრუებ იმედებს...
ჯერ ადამიანები იყვნენ შემდეგ სხვა, იყვნენ თავისი საქმის პროფესიონალები, ერთმანეთს ედგნენ გვერდში.
შენი ჰობი?
ჩემს ჰობს რაც შეეხება: გატაცებული ვარ საილუზიონისტო ნომრებით (magic)... ვსწავლობ და მინდა კიდევ უფრო კარგად შევისწავლო ეს სფერო. ბევრს არ მოსწონს, როდესაც ვერ ხვდებიან ამა თუ იმ ნომერს, ისინი ხშირად ამბობენ: რაღაც მოგვატყუაო! ფოკუსი ტყუილი არ არის, ის არის ლამაზი სანახაობა. ილუზიონისტები არ გატყუებენ, უბრალოდ ჩვენ მოგვწონს თქვენი გაოცება. J
რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?
ჯანმრთელობას... J რა თქმაუნდა ეს ხუმრობით. ვუსურვებ, ბევრ მკითხველს , ბევრ ახალ ამბებს თუ ინტრიგებს და ბოლოს როგორც ყოველთვის „წარმატებებს“

1 comment:
beqaiaa :*
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!