ცხოვრების ბილიკს დინჯი ნაბიჯი თუკი აუწყვე,
თუკი მოიბი ასი ყური და ასი თვალი,
ისევე გალევ შენ სიცოცხლის ძვირფას ფრაგმენტებს,
როგორც სანთელი იღვენთება ჩუმი და წყნარი...
თუკი სიმშვიდე გაგიხდია ცხოვრების მიზნად,
შენ, უბედურო ვერც კი იგრძნობ სიცოცხლის ხალისს,
და უდრტვინველი, უცხოვრელი დატოვებ მაისს...
მე კი ავირჩევ გზას უსასრულოს, ვიწროს და დახრილს,
მშფოთვარე გულით კვლავ დავხოცავ გონების ზრახვებს,
ისევ დავთვრები და სიყვარულს გავუხსნი საზღვრებს...
ისე ვიცოცხლებ, რომ სიმშვიდეს ვებრძოლო მუდამ,
მისგან ნაწყენი ქარს და ქუხილს შევეფარები,
შემდეგ დაღლილი ისევ გავშლი დემონთან ბანქოს,
და კვლავაც ბედკრულს, დაველოდები მე ისევ ორ ტუზს...

1 comment:
რა ვთქვა, ძალიან მაგარია!
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!