ცოტა რამ შენს შესახებ
მე ვარ სალომე დოლიძე, ძალიან რომატიული და კრეატიული ადამიანი, სიესჯის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი და უბრალოდ მოზარდი,რომელიც ოცნებობს თავისი ცოდნა ქვეყნის კეთილდღობას მოახმაროს და გახდეს წარმატებული!
რატომ გადაწყვიტე CSG-ში ჩაბარება?
ცოტა უცნაურია, რომ ჩაბარების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არც ისე გააზრებულად მიმიღია. სასკოლო გამოცდები ჩავაბარე ექსტერნად და აჩქარებულად შევავსე უნივერსიტეტბის ჩამონათვალი. პირველი კავკასიის უნივერსიტეტი დავწერე, რადგან ჩემი რამდენიმე მეგობარი ამ უნივერსიტეტში სწავლობდა და მათგან ვიცოდი რომ არ ვინანებდი ამ არჩევანით.
გაამართა თუ არა შენი იმედები CSG-იმ?
ისეთი სისწრაფით აღმოვჩნდი სიესჯი ში რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი თუ რა მოლოდინი უნდა მქონოდა, თუმცა რა იმედიც არ უნდა მქონოდა წარმოსახული ნებისმიერს გაამართლებდა ის რაც აქ დამხვდა.
როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?
ლოგიკური იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩემი ყველა მეგობარი შრომისმოყვარეა, ასევე დავამატებდი, რომ ყველა მათგანი ძალიან ნიჭიერი, თბილი და მეგობრული ადამიანია
შენი დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი მხარეები ადვილი ჩამოსათვლელია J ვარ თბილი, მეგობრული, ყურადღებიანი და კრეატიული. უარყოფით თვისებებზე კი ცოტა მიჭირს საუბარი, რადგან საკუთარ თვალში დირესაც კი ვერ ვამჩნევთ ხოლმე. J
რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?
სი ეს ჯი ში მომწონს ის ატმოსფერო რომელსაც სტუდენტებს უქმნიან, ნამდვილად ყველა ლექტორი და დეკანი ცდილობს მაქსიმალურად შეგვიქმნას მოტივაცია, გაიზიაროს ჩვენი აზრი და ამოგვიდგეს მხარში შეძლებისდაგვარად.
რას შეცვლიდი CSG-ში?
ცვლილება დადებითისკენ ყოველთვის მისასალმებელია, აუცილებლად გავხსნიდი სამედიცინო კაბინეტს უნივერსიტეტში.
შენი ჰობი?
რამდენიმე წელია რაც თავი დავანებე ჩემს საყვარელ საქმიანობას, თუმცა ის მაინც რჩება ჩემს გატაცებად. ეს არის სპორტის ულამაზესი სახეობა-ფიგურული სრიალი.
რას უსურვებ ჩვენს ბლოგს?
თქვენს ბლოგს ვუსურვებ რაც შეიძლება მეტ სტუმარს და უამრავ კომენტარს J ბევრი საინტერესო თემის შექმნას და უამრავ გამოხმაურებას.
No comments:
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!