4 February 2011

რეგისტრაცია-საგნების არჩევა


საკმაოდ ბევრ სტუდენტს შეხვდა დაბრკოლებები რეგისტრაციის (საგნების არჩევის) დროს. სწორედ ამიტომ, საჭიროდ ჩათვალე ამეხსნა, თუ როგორ გავიაროთ რეგისტრაცია .



Step № 1




  • შევდივართ საიტზე http://cu.edu.ge/
  • ვირჩევთ >>ონლაინ რეგისტრაციას<< (როგორც სურათზეა ნაჩვენები).

  Step №2
  • აირჩიეთ სკოლის დასახელება;
  • აირჩიეთ სწავლის საფეხური-ბაკალავრიატი
  • აირჩიეთ სტატუსი-სტუდენტი
Step №3

  • ’’მომხმარებელში’’ მიუთითეთ უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის მისამართის პირველი ნაწილი.( მაგ.: e_lortqipanidze)
  • პაროლში მიუთითეთ უნივერსიტეტის მიერ მონიჭებული სტუდენტის კოდი.
Step №4
რეგისტრაცია იყოფა ორ ეტაპად:
  1. პიველი ეტაპი საშუალებას აძლევს სტუდენტს:
    1. აირჩიოს საგნები, რომელთა შესწავლაც აქვს დაგეგმილი მიმდინარე სემესტრში. 
    2. დაათვალიეროს არჩეული საგნები 
    3. დაბეჭდოს სემესტრული ხელშეკრულება, სადაც მითითებული იქნება დარეგისტრირებული საგნები, სწავლის საფასური და უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები.
  2. მეორე ეტაპი საშუალებას აძლევს სტუდენტს:
    1. აირჩიოს რეგისტრირებული საგნის პედაგოგი და სალექციო განრიგი;
    2. დაათვალიეროს და დაბეჭდოს მიმდინარე სემესტრის სალექციო განრიგი;



სულ ესაა, იმედია ჩემი პოსტი ბევრ სტუდენტს დაეხმარება და გაუადვილებს გზას...

No comments:

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!