24 February 2011

ინდოეთის ელჩი კავკასიის უნივერსიტეტში



დღეს, 24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტმა ინდოეთის ელჩ აჩალ კუმარ მალჰოტრა უმასპინძლა. იგი გახლავთ ინდოეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში 2009 წლიდან -დღემდე, რეზიდენციით .ერევანი. შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის სახელმწიფო მართვისა და ბიზნეს სკოლების სტუდენტები.  

დღევანდელი შეხვედრა, როგორც კავკასიის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრებისა და ლექციების უმრავლესობა, ინტერაქციული სახის იყო, რისი სურვილიც თავად სტუმარმა გამოთქვა.


ბატონი ელჩი ატარებდა ლექციას ინდოეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პიროვნებების შესახებ. მისი თქმით, ასეთი ადამიანების რიცხვი პატარა არ არის, მაგრამ დღევანდელი შეხვედრისთვის მან შეარჩია ოთხი პიროვნება: მაჰათმა განდი; ჯავაჰარლალ ნერუ; ინდირა განდი და ინდოეთის ახლანდელი პრემიერ მინისტრი- დოქტორ მანმოჰან სინგჰი.

ბატონმა ელჩმა სტუდენტებს გააცნო ამ უდიდესი პიროვნებების პირადი ცხოვრება, ბიოგრაფიული მონაცემები და მათი ცხოვრების ძირითადი მიღწევები და სირთულეები. შეხვედრაზე სტუდენტებმა შეიტყვეს, რომ ინდირასა და მაჰათმას არაფერი აქვთ საერთო გარდა გვარისა და მიზნებისა.

ბატონი მალჰოტრაგანცხადებით ამ ადამიანებმა ინდოეთს არა მარტო დამოუკიდებლობა შეუნარჩუნეს, არამედ ბევრად წინ წაწიეს ამ ქვეყნის ცხოვრების დონე, დღესდღეობით ეს დასკვნა ინდოეთის გლობალურ ეკონომიკაში აქტიურ მონაწილეობაზე დაყრდნობითაც შეიძლება გამოვიტანოთ.

მიუხედავად იმისა,რომ ეს ოთხი პიროვნება ბუნებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მათ საკუთარი ქვეყნის ბედი ერთნაირად აღელვებდათ.
ბატონმა ელჩმა არაერთი საინტერესო ფაქტი გააცნო სტუდენტებს მათ შესახებ და შეხვედრის დასასრულს ამ უდიდესი ადამიანების ცნობილი გამონათქვამებიც გააჟღერა. მისი თქმით, ამ ”ოქროს ფრაზებმა” მრავალ ათწლეულს გაუძლო და მეტიც, ისინი დღესდღეობით უფრო აქტუალურია ვიდრე მათი ავტორების მოღვაწეობის პერიოდში.
ოცემულ გამონათქვამებს შორის მან გამოარჩია და განიხილა მაჰათმა განდის ორი ფრაზა:

1. ”ჩვენ თავად უნდა გავხდეთ ის ცვლილება, რისი ნახვაც  გვსურს.” (“We must be the change we want to see.”)
2. ”სამყარო საკმარისად უზრუნველყოფს ადამიანის საჭიროებებს მაგრამ არა მის სიხარბეს.” (“Earth provides enough to satisfy every man’s need, but not every man’s greed.”)

შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებმა ბატონი მალჰოტრასგან რჩევა-დარიგებები მიიღეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დიპლომატი და ელჩი გახდეს წარმატებული. მისი თქმით, იმისთვის, რომ იყო წარმატებული ელჩი, მნიშვნელოვანია მსოფლიო ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნა და აუცილებელია იცოდე საკუთარი ქვეყნის წარსული, ანუ ისტორია და აწმყო-  რა არის ქვეყნის სიძლიერე და სისუსტე.


თამარ ყრუაშვილი   24.02.2011

3 comments:

Anonymous said...

tarighi da chemi dzvirpasi saxeli da gvari gaascore :) tata

Anonymous said...

moweulshi iyo =))) an goa s LSD s kaifshi =))))))

anonimuroba daculia : ))))))

Anonymous said...

momavali kolegaa sxva tu araperi, pativi eci! :)

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!