12 February 2011

ინტერვიუ ლიკა მუზაშვილთან


მე  ვარ  ლიკა მუზაშვილი. კავკასიის უნივერსიტეტის 1 კურსის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტის სდუდენტი. მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და ვარ ძალიან კომუნიკაბელური და უბრალოდ ადამიანი, რომელსაც სურს მიაღწიოს დასახულ მიზნებს და დაიმკვიდროს თავი ცხოვრებაში...

რატომ გადაწყვიტე  CSG-ში ჩაბარება?
რადგან მეგობრებსიგან და ნაცნობებისგან ბევრი მსმენია უნივერსიტეტის შესახებ და დიდი სურვილი მქონდა აქ მესწავლა.ვფიქრობ ეს არის უნივერსიტეტი,სადაც შემიძლია ჩემი მიზნები განვახორციელო და სისრულეში მოვიყვანო.
გაამართლა თუ არა შენი იმედები CSG-იმ?
გამართლებით ჯერჯერობით ნამდვილად გაამართლა!
როგორ დაახასიათებ სტუდენტებს?
ძალიან მომწონს ყველა და დიდი იმედი მაქვს ასე გაგრძელდება!ვერ გეტყვით რომ ყველასთან ვმეგობრობ , მაგრამ დადებითად ვარ განწყობილი  თითოეულ მათგანზე
შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები
მიჭირს საკუთარი თავის დახასიათება)))) აჯობებს ეს სხვამ გააკეთოს, მაგრამ ვფიქრობ ბევრი დადებითი თვისება გამაჩნია)) და ნაკლები უარყოფითი) ყოველშემთხვევაში ვიმედოვნებ რომ ასეა!)
რა მოგწონს ყველაზე მეტად CSG-ში?
ძალიან მომწონს ლექტორები და სწავლის მაღალი დონე. უნივერსიტეტში არის ყველა პირობა,რომ სტუდენტმა მიიღოს ცოდნა.ძალიან მომწონს გამოცდების გრაფიკი.
რას შეცვლიდი  CSG-ში?
ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არ მომწონს სტუდენტების დამოკიდებულება ერთმანეთთან.ჯგუფური სისტემა ძალიან სუსტია
შენი მიზნები
ჩემი უპირველესი მიზანია გავხდე  ჩემი საქმის პროფესიონალი,მაქსიმალურად ვცდილობ წარმატების მიღწევას, იმედია გამომივა!
რა რჩევებს მისცემ CSG-ის სტუდენტებს?
ვუსურვებ იყვნენ მეგობრულები და რაც მთავარია მიეღწიოთ იმ მიზნებისთვის, რაც ჩაფიქრებული აქვთ.( ყოველდღე ამოწმონ GPA: )))))


შენი ჰობი?
ბავშობიდან დავდივარ ქართულ ცეკვებზე და თამამად შემიძლია ვთქვა , რომ ეს არის ჩემი ჰობი.
რას უსურვებ  ჩვენს ბლოგს?
თქვენ ბლოგს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას,უამრავ მკითხველს და  ვიმედოვნებ უფრო მეტ საინტერესო ინფორმაციებს მოგვაწოდებთ!

1 comment:

გუჯა said...

ლიკკკიიი გოგგოოოო )))))))))))

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!