7 February 2011

ჩანახატი...[გ. ლორთქიფანიძე]



გინდა ჩემს გულისცემას მოუსმინო?
საკუთარ გულზე დაიდე ხელი...
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,

მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
რა უფეროა უშენო დღე
და რა წყეული უშენო ღამე,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
როგორ ვივიწყებ შენეულ წყენას,
როგორ ვიტკიებ უშენო წამებს,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
როგორ გიცდიდი, როგორ გელოდი,
როგორ ვიცრემლე, როგორ ვეწამე,
მითხარი რამე!
როგორ მინდოდა,
როგორ მომინდა...
შენი ღიმილი მენახა ახლა...
ვერ მოვასწარი მოსვლა შორიდან,
შენი თვალების ხელახლა ნახვა...
ისევ დავეძებ,
წყალზე ნაბიჯებს...
ისევ ვიშუშებ ახლა იარებს,
ნაცნობი სევდა მე, გამაგიჟებს...
და მონატრება ამაღრიალებს...
ახლა შორსა ხარ...
და ვეღარ გხედავ...
დღეც ისევ ცრემლებმორეულია,
შენზე ოცნებას ვერაფრით ვბედავ..
და შენზე ფიქრიც შორეულია...
მიყვარხარ ახლა,
როგორც არასდროს...
მაინც გეძახი, სადღაც შორიდან...
ხო, მენატრები, მაგრამ რაღა დროს...
არადა, შენი კოცნა მომინდა...
არ ვარ უგულო...
და არ ვარ მკაცრი...
და რაც ვარ, მაინც მუდამ ისა ვარ...
თუ სიყვარული გაფრენას მაცლის...
მე გავფრინდები შენს თავს ვფიცავარ...
შენზე ფიქრები
სევდას ასველებს...
ისევ დაიწყო დილა მორიგი...
შენი ტუჩები კოცნას მახსენებს,
ვერ წარმოიდგენ, ისე მომინდი..
ნასვამმა,
რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში...
მკლავებში,
ფაქიზად გარწიე დილამდე...
ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში
დილა კი,
შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...
მთვრალი ვარ,
ამაღამ დამახრჩობს ფიქრები...
შენ ალბათ,
სიზმარში მთვარესთან მღალატობ...
მე მაინც გკოცნი, გეხები თითებით...
შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...
და რატომ მაგიჟებს ეს ღამე სულელი...
მთვრალი ვარ ოცნებით,
სადღაა ნამუსი...
შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი...
ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...
და გარწევ,
დილამდე ჯერ კიდევ შორია...
და
შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ...
თითებით გეხები და ასე მგონია...
წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...
მთელი გზა,
ისევე შენს ფიქრებს მივანდე...
და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში...
მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე...
და დილას ისევ გაკოცე ტუჩებში....
გააღეთ სარკმელი,სინათლე მაჩუქეთ
ჰაერი მოუშვით ჩემამდე სასუნთქად...
ჩავფუშავ სევდას და გავახდენ ტკივილებს
ასე,რომ გასუქდა!
თითები შემახეთ გათოშილ თითებზე
დახეთქილ ტუჩებზე დამადნი მალამოდ
მოდი და ჩემს სულში იპოვე ის კუთხე
ჩემთვის, რომ დაგმალო!
ყვითელი მაჩუქე ფოთლების დავთარი
ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე...
წავიდეთ ერთად და
დრო ფეხთქვეშ გავთელოთ….
ზამთრამდე!
დრო გადის….წუთები კარდაკარ დაძრწიან
წლებისგან არეულ დრო და ჟამს ვაქუჩებ...
გააღეთ სარკმელი... გააღეთ დარაბა
ჰაერი მაჩუქეთ!
მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით
გამოვხატავდი სულის დაგებას,
მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ...
შევქმნიდი მხოლოდ შენს ქანდაკებას,
ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ...
შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას,
მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ...
შენზე დავწერდი ყველა სიმღერას,
მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე...
გადედოფლებდი მე შენ დალებთან,
მე საიქიოს რომ განვაგებდე
არ მიგიშვებდი იმის კარებთან,
და არ გეგონოს, რომ საფასურად
ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი,
ბედი რომ მქონდეს, როგორიცა ვარ,
ასე უბრალოს შემიყვარებდი...!
გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,
დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა
რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა
სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა
შენ კი უცოდველიმკვლელად მესახები.
ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი,
კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია,
მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი
ტუჩის კუთხესთან კი ბზარიც გამჩენია.
ყელთან დამიტოვე ფრთხილი ნაკვალევი,
დრომ კი ეს შეხება წარსულს უსახსოვრა,
სადღაც წაიშალნენ ჩემი კონტურები
განცდაც აღარ შემრჩა, უკვე უსახო ვარ.
დღეს კი კართან მიცდის ისევ უშენობა,
ვფიქრობ, მასპინძელი ცუდი გამოვდივარ,
შენი არსებობა არის უღმერთობა,
მე კი გოლგოთაზე ნებით ამოვდივარ..
შენს სილამაზეს ალბათ სადაც აქვს საზღვარი...
მაგრამ არა აქ, არა ამქვეყნად!


No comments:

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!